6723933289
2997026396
file_086725949
 
Sale!
 

ბესიკ ხარანაული

50.00 29.95

გამომცემლობა: ინტქლექტი
ენა: ქართული
ყდა: მაგარი/რბილი
ავტორი: ბესიკ ხარანაული
ილუსტრირებული: რძის ფოსტა
ფორმატი:14×18
გვერდების რაოდენობა: 80-390
ხელმისაწვდომი: არის
ISBN:978-9941-454-33-2

Qty

ბესიკ სილიბისტროს ძე ხარანაული  მწერალი და პოეტი, რომელიც 2010 წლის ოქტომბერში წარდგენილი იქნა ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში.

“თარგმანი ამერიკულიდან”

“ამერიკულად ნაწერი” წიგნი, რომელიც მწერალს ხელში ჩაუვარდა და მკითხველის პატივსაცემად მისი თარგმანება გადაწყვიტა, ისეთივე დაუდგენელი ტექსტია, როგორც ყველა სხვა დიდი წიგნი, რომელიც ოდესმე დაწერილა დედამიწაზე. დაუდგენელი – ჟანრობრივადაც, შინაარსობრივადაც: მას “”გადამფრენი”” მწერალი წერს, ანუ ავტორი, რომელიც ყველა პატიოსან შემოქმედში ცხოვრობს და მხოლოდ თითოოროლა თუ გაბედავს, გათავისუფლდეს ყოველგვარი ვიწროდ მშობლიურისგან, ძველისა და ნაცნობისგან… ასეთ ავტორთა ნაწერების თარგმანება კი, მოგეხსენებათ, ერთ წილ ადამიანობას ნამდვილად აღემატება და, ეს მხურვალე ძალა და თავგანწირვა მთარგმნელ-მწერალს მისთვის არ დაუკლია

ყდა: რბილი
გვერდების რაოდენობა: 138

“მთავარი გამთამაშებელი”

“ვისთვისაა ეს წიგნი?” – სხვა არაერთ კითხვასთან ერთად, ერ­თი ასე­თი კითხვაც ისმის ბესიკ ხარანაულის ახალ კრებულში და სა­ეგე­ბიო პასუხიც იქვეა: “ეს წიგნია დაეჭვებულთათვის, ვინც მიწას ფეხის­გუ­ლებით გრძნობს და ჰაერს ყურის ქალამნებით! სამედაშენოა ეს წიგნი, მკითხველო!” “მთავარი გამთამაშებელი” ბესიკ ხარანაულის 50-წლიანი შემოქმე­დე­ბითი მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილიცაა და რაღაც ახალიც. განუ­ყოფელი და სისხლხორცეული იმიტომ, რომ ამ წიგნშიც, წინამორბედების მსგავსად, ფიქრია მთავარი პერსონაჟი. სიახლეს რაც შეეხება: თუნდაც ის ერთი ფრაზა იკმარებდა, უფრო სწო­რად, ბესიკ ხარანაულის ცნობილი სტრიქონის – “ერთი ცრემლით მე­ტი ვარ თქვენზე” – ახლებური ვერსია: “ერთი ნაოჭით მეტი ხომ ვარ შენზე, მკითხველო!”
 ყდა: მაგარი
 გვერდების რაოდენობა: 390
ლექსები და პოემები
ბესიკ ხარანაული გამორჩეული შემოქმედია თანამედროვე ქართულ პოეზიაში. მისი შემოქმედება არა მხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიო ლიტერატურული ტრადიციების ღირსეული მემკვიდრე და ამავდროულად, ახალი, ნოვატორული მოვლენაა. ბესიკ ხარანაულის შემოქმედების სრული კრებული მოიცავს 1954 –2005 წლებში შექმნილ ნაწარმოებებს – ლექსებსა და პოემებს. შეიძლება ითქვას, ეს არის დიდი პოეტის 50 წლიანი შემოქმედებითი მემკვიდრეობა.
ყდა: მაგარი
გვერდების რაოდენობა: 876
ილუსტრირებული: არის
გვერდების რაოდენობა: 80

კომენტარები

კომენტარები არ არის დამატებული

Be the first to review “ბესიკ ხარანაული”