IMG_20181112_162749
46361163_508342719575311_1915546811196506112_n
 
Sale!
 

ბეგთაბეგისეული ვეფხისტყაოსანი

300.00 250.00

გამომცემლობა: ბაკმი
წელი: 2018
ყდა: მაგარი (ტყავის)
კიდეები: მოოქროვილი
ილუსტრირებული: არის
გვერდების რაოდენობა: 524
ფორმატი: 44,5X30 
ენა: ქართული
ხელმისაწვდომი: არის

Qty

ეს არის ვეფხისტყაოსნის ბეგთაბეგისეული ნუსხა — XVII საუკუნის ხელნაწერი ვეფხისტყაოსნის ზუსტი ასლი, რომელზეც გამომცემლობა “ბაკმი” თითქმის ორი წლის განმავლობაში მუშაობდა, ორიგინალი  XVII საუკუნეში შეიქმნა და  ხელნაწერის გადამწერია მდივანი ბეგთაბეგ ავთანდილის ძე თანიაშვილი, აქედან მომდინარეობს ნუსხის სახელწოდებაც. დღეემდე შემორჩენილია ვეფხისტყაოსნის 160 ხელნაწერი ეგზელმპარი და ბეგთაბეგისეული ნუსხა მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი და გამორჩეულია. წიგნის ასლის შექმნის დროს დაცულია ფურცლის ზომა, შრიფტი, ფერი, ორნამენტები და ყდის დიზაინი. ეს არ არის წიგნის ფოტოტიპური გამოცემა და ზუსტად იმეორებს ორიგინალი ხელნაწერის დიზაინს,  ყველა გვერდი გაფორმებულია უნიკალური ორნამენტებით, რომელიც ყველა გვერდზე განხვავებულია და არ მეორდება, ორნამენტების აღდგენას მხატვრებმა ერთ წელი და რვა თვე მოანდომეს, ერთი გვერდის დამუშავებას დაახლოებით ერთი დღე დასჭირდა, წიგნის ფურცელი მიახლოებულია და ზუსტად იმეორებს ხელნაწერის ფორმას, ფერს და დიზაინს, აქვს გახუხული ფურცლის ეფექტი, რომელსაც XVII საუკუნეში აქტიურად გამოიუენებდნენ ძვირფასი წიგნების შესაქმნელად. წიგნი ჩასმულია ტყავის გარეკანში და გაფორმებულია ულამაზესი ძველი ქართული ორნამენტებით რომელიც ამ გამოცემისთვის აღადგინეს, შეცვლილია მხოლოდ ყდის ფერი, რადგან ორმანემტები უფრო აღქმადი ყოფილიყო. საწერ მასალად გამოყენებულია ქაღალდი. შეიცავს 263 ფურცელს, რომელტა ზომებია 44,5X30 სანტიმეტრი. ნაწერი შესრულებულია მხედრული დამწერლობით. ხელნაწერი გამორჩეულია როგორც დახვეწილი კალიგრაფიით, ისე შემკულობით; ტექსტის თითოეული გვერდი ჩასმულია ჩარჩოში, ხოლო კიდეები ორნამენტითაა მოხატული.
ეს არის იმ ხელნაწერი ვეფხისტყაოსნის ასლი, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილმა შემოინახა და ქვეყანას უნიკალური სიმდიდრე შეუნარჩუნა, დიდი ექვთიმე ამბობდა რომ ამ ხელნაწერში ნებისმიერი მუზეუმი ერთ მილიონ დოლარსაც კი გაიღებდაო.
ბეგთაბეგისეული ვეფხისტყაოსანი დღეს საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის H ფონდში ინახება და თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა პირველად შეეხოთ ისტორიას და გახდეთ უნიკალური საგანძურის მფლობელი, რომელიც ნებისმიერი ქართველის ბიბლიოთეკას დაამშვენებს.

შეკვეთის ფორმა

შეკვეთა

შეკვეთის ფორმა

შეკვეთა