ბასრი საგნები

13.95

გამომცემლობა: პალიტრა L
გამოცემის წელი: 2019
ავტორი: გილიან ფლინი
ყდა: რბილი
ენა: ქართული
გვერდების რაოდენობა: 350
ISBN: 931536983396
ხელმისაწვდომი: არის

Qty

გილიან ფლინი _ ამერიკელი მწერალი და სცენარისტი, მუშაობს ფსიქოლოგიური
თრილერის ჟანრში. სახელი გაითქვა უკვე საკულტო რომანებით: ,,ბასრი საგნები’’,
,,გაუჩინარებული ქალი’’, ,,ბნელი ადგილები’’ და ,,ვიღაც მოზრდილი’’.
სხვადასხვა დროს მიღებული აქვს არაერთი ლიტერატურული პრემია, მათ შორის
არის კრიმინალისტ მწერალთა ასოციაციის ორი პრესტიჟული ნომინაციის
ლაურეატი (2007) სადებიუტო წიგნისათვის ,,ბასრი საგნები’’, რომელიც
გამოსვლისთანავე მსოფლიო ბესტსელერი გახდა და ,,საშინელებათა მეფემ’’,
სტივენ კინგმა, მაღალი შეფასება მისცა, 2018 წელს კი რეჟისორმა ჟან-მარკ ვალემ
ტელემაყურებელს წარუდგინა ამ რომანის მიხედვით გადაღებული სერიალი,
სადაც მთავარ როლებს ასრულებენ ემი ადამსი, პატრიშა კლარკსონი, კრის მესინა
და სხვები.
• კამილ პრიკერი, ჩიკაგოს ერთ-ერთი რიგითი გაზეთის არც ისე მოწინავე
რეპორტიორი, ბრწყინვალე კარიერასა და მაღალ ხელფასზე ოცნებობს და მარჯვე
შემთხვევაც მიეცა _ ერთ პატარა ქალაქში ვიღაც მანიაკი პატარა გოგონებს ხოცავს
და კამილმა მკითხველს სენსაციური ამბები უნდა შეატყობინოს დანაშაულის
ადგილიდან. კამილი ამ ქალაქში დაიბადა და გაიზარდა და კარგად იცის, ვინ
რისი გამკეთებელია, ვინ არ არის წმინდა სულის… ისიც დიდი მონდომებით
შეუდგება მკვლელობების დეტალების გამოქექვას და მისი კოშმარიც აქედან
იწყება, კოშმარი, რომლისგანაც თავის დაღწევას, ვინ

კატეგორიები: , ,