CookBook_Cover1
1484471243_002
CookBook_p138-139
CookBook-pp.22-23
17796433_10155236815122700_7398716806808874385_n
17796662_1291705184253937_8407295014273224994_n
17951474_1299526806805108_174621504379963871_n
17796662_1291705184253937_8407295014273224994_n
18952565_1197547293701037_844283072242988101_n
 
 

ბაგრატ ბატონიშვილის სამზარეულოს წიგნი 1818 და ხორცის კერძები

32.00

გამომცემლობა: ქარჩხაძის გამომცემლობა
ავტორი: ბაბუნაშვილი ვახო
გვერდები: 191
გარეკანი: მაგარი (სუპერი)
ენა: ქართული
გამოშვების წელი: 2017
ილუსტრატორი: მართა თაბუკაშვილი
ფოტოგრაფი: ქუცნა ამირეჯიბი
ფორმატი: 22.4X27.8
ISBN: 9789941452383
ხელმისაწვდომი: არის
Qty

WHITE Studio-ს ფოტო.ბაგრატ ბატონიშვილი – (1776-1841) ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის, გიორგი XII-ის შვილი. საქართველოს სამეფო ტახტის არსებობის ბოლო წლებში ეკავა მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული თანამდებობები. 1803 წელს ოჯახით გაასახლეს რუსეთში. დაჯილდოებული იყო რუსეთის იმპერიის მრავალი ჯილდოთი. დაწერილი აქვს ისტორიული თხზულებები: “ახალი მოთხრობა”, “რუსეთ-სპარსეთის ომი”, აგრეთვე ვეტერინარული და ეკონომიკური ხასიათის შრომები, მათ შორის პირველი ქართულენოვანი ვეტერინარული წიგნი “სამკურნალო ცხენთა და სხვათა პირუტყვთა”. ბაგრატ ბატონიშვილი არის ავტორი პირველი ქართულენოვანი კულინარიული წიგნისა “წიგნი ესე საუკეთესოთა სანოვაგეთა, შაქარლამათა, და სასმელთა შესამზადებელი”, რომელიც გამოიცა პეტერბურგში 1818 წელს.

ვახო ბაბუნაშვილი – (დაბ. 1967) დაამთავრა სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. 1989 წლიდან არის ჯგუფ Soft Eject-ის წევრი, 2009 წლიდან – ფესტივალ Tbilisi Open Air-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ბორდის წევრი. აქვს კულინარიულ-რესტორაციული 10 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება. არის კახა ბენდუქიძის კულინარიის აკადემიის ლექტორი. წლების განმავლობაში თანამშრომლობს ჟურნალებთან „ტაბულა“, „კულინArt“, „GeorgiaToSee“. არის თანაავტორი პოლონეთში გამოცემული წიგნისა „Gruzinski Smak“ („ქართული გემო“).ქარჩხაძის გამომცემლობა • Karchkhadze Publishing-ს ფოტო.

ბაგრატ ბატონიშვილის სამზარეულოს წიგნზე მუშაობის პროცესი იყო კულინარიული კვლევა, რადგან ის რამდენიმე მნიშვნელოვანი ეტაპისაგან შედგებოდა: მოცულობითი ინფორმაციის შესწავლა და დამუშავება, ძველი რეცეპტების ადაპტირება თანამედროვე მოთხოვნებთან, კერძების დიზაინის შექმნა.

შესულია: სიპები, მთავარი კერძები, სოუსები, დესერტები, სასმელები, შაქარლამები და მურაბები.  ვაშლი ღვინის სოუსი, ტორტი ბროწეულის კრემით, სუპი სატაცურისა, ძროხის ხორცი წითლათ გაკეთებული და კიდევ სხვა უმარავი, საინტერესო და გასაოცარი რეცეპტი.

ხორცის კერძები
წიგნში მოცემულია 20 სხვადასხვა კერძის იდეალურად და მარტივად მომზადების რეცეპტი.  ჩეჩილი ხორცი, სტეიკი ისპანახით, პიურე ხორცის ბურთულებით, ჩაქონდრილი, ხორცხის კექსი ყველით, ხორცის სუში, ხორცი აზიურად და კიდევ სხვა უამრავი რეცეპტი.
გვერდების რაოდენობა: 40
ყდა: მაგარი, ბალიშა.

შეკვეთის ფორმა

შეკვეთა