Wind-in-the-Willows_Cover_PLC
The-Wind-in-the-Willows-10-11
Owl & Pussycat _Cover PLC.indd
Owl-Pussycat-24-25
Owl-Pussycat-22-23
Anna cover.indd
Annas-Heaven-18-19
Garmann cover.indd
Garmanns-Summer-38-39
 
 

არდადეგებზე საკითხავი

55.90 27.90

გამომცემლობა: ქარჩხაძის გამომცემლობა
ენა: ქართული
ყდა: მაგარი
ილუსტრირებული: არის
ზომა: 19.5 X23.5 სმ.
ISBN 978-99414-52-01-7
ხელმისაწვდომი: არის

Qty
ქარი ტირიფებში
კენეთ გრემი
 
პირველად ქართულ ენაზე სრული, არაადაპტირებული გამოცემა, რობერტ ინგპენის ილუსტრაციებით
საბავშვო ლიტერატურის კლასიკური ნაწარმოები, რომლის ავტორია კენეთ გრემი. იგი პირველად 1908 წელს დაიბეჭდა. რომანის მთავარი მოქმედი გმირები არიან ანთროპომორფული ცხოველები, რომლებიც ინგლისში, პასტორალურ გარემოში ცხოვრობენ. რომანი აღსანიშნავია მისტიურობის, თავგადასავლების, მორალის და მეგობრული სულისკვეთების თემებით. იგი აღინიშნება თემზის ველის ბუნების აღწერით.
1908 წელს გრემმა დატოვა ინგლისის ბანკში დაკავებული თანამდებობა. იგი დაბრუნდა კუკჰემში (ბერკშირი), სადაც გაიზარდა და თემზის ნაპირთან ხანგრძლივი პერიოდი გაატარა. ისევე, როგორც წიგნის პერსონაჟები, იგი მოგზაურობდა ნავებით და თავის შვილს, ალისტერს, სხვადასხვა გამოგონილ ამბავს უამბობდა, შემდეგ კი მათ იწერდა.1909 წელს თეოდორ რუზველტმა გრემს მისწერა, რომ მას იმდენად ხშირად ჰქონდა წაკითხული ეს წიგნი, რომ მისი პერსონაჟები მეგობრებად იქცნენ. ალან მილნის მიერ რომანი ადაპტირებული იქნა სპექტაკლად Toad of Toad Hall, 1929 წელს. 2003 წელს BBC-ის გამოკითხვაში The Big Read რომანმა მე-16 პოზიცია დაიკავა.
გვერდების რაოდენობა: 224
 
გარმანის ზაფხული
სტიან ჰულე
ამბავი იმაზე, რაც მალე დამთავრდება, და რაღაც ახალზე, რომელიც უნდა დაიწყოს
ზაფხულის არდადეგების უკანასკნელი დღეა. მოხუცი დეიდები სტუმრად არიან მოსულები და ჰაერი შემოდგომის სუნითაა გაჟღენთილი. გარმანს ჯერ ერთი კბილიც არ მორყევია. მთელი ზაფხულის განმავლობაში ყოველ დღე ისინჯავდა. ახლა კი ნამდვილად აღარ ითმენს დრო. ხვალ სკოლა იწყება. გარმანს ეშინია.
გვერდების რაოდენობა: 48
 
ბუკნაჭო და ფისუნა
ედუარდ ლირი
ბუკნაჭო და ფისუნა გელიან: ჩახტი სალათისფერ ნავში და გაემგზავრე ედუარდ ლირის აბდაუბდა სამყაროში!
ჩაჯექი საცერში და გაცურე ჯამბლებთან ერთად, ტყე-ტყე სახეტიალოდ გაჰყევი ცხვირმნათ დონგს, შეუერთდი მოგზაურ იხვსა და კენგურუს, გაუჩინარდი, როგორც ჭრელჭრულა ჩითების ცხოველ-ფრინველ-მწერები და გამოეწყვე ახლებურ ტანსაცმელში ვინმე ბერიკაცის დარად. ამ კრებულში შესულ ყოველ ლექსს განთქმული მხატვრის, რობერტ ინგპენის, ხალისიანი ილუსტრაციები ამშვენებს, მათ შორის _ ბონგის ხის ქვეყნისა და თავად ხის მისეული აღწერილობა, რითაც მხატვარმა პატივი მიაგო ედუარდ ლირის უშრეტ ფანტაზიას. ეს წიგნი ბრწყინვალე საჩუქარია, რომელიც კიდევ მრავალი საუკუნის მანძილზე განუვითარებს წარმოსახვის უნარს დიდსა თუ პატარას.
გვერდების რაოდენობა: 48
 
ანას ზეცა
სტიან ჰულე
ერთ დღეს, როცა ყველაფერი მტკივნეულია და ზეციდან ლურსმნის სეტყვა მოდის, ანა სამყაროს თავდაყირა აყენებს და მამა სამოგზაუროდ მიჰყავს იქ, სადაც ფრინველებთან ერთად ცურვა და თევზებთან ერთად ფრენა ჩვეულებრივი ამბავია, მარიანას ღარისა და კიბორჩხალსახის ნისლეულის გავლით, თვით ზეცის ფსკერამდე.

გვერდების რაოდენობა: 48

 

შეკვეთის ფორმა

შეკვეთა