ქართული საბავშვო მოთხრობის ანთოლოგია მეორე ტომი

12.90

გამoმცემლობა: ქარჩხაძის გამომცემლობა
ყდა: მაგარი
ენა: ქართული
ფორმატი: 14.8X21.5 სმ.
გვერდების რაოდენობა: 348
ISBN 978-9941-452-27-7
ხელმისაწვდომი: არის

Qty

შემდგენელი დიანა ანფიმიადი

წიგნში თავმოყრილ ნაწარმოებებს ერთმანეთისგან ძალიან ბევრი რამ განასხვავებს: დაწერის დრო, თემატიკა, პერსონაჟები, ამბის მოყოლის თავისებურება, ლიტერატურული ენა. უფლისწულის აღზრდისა თუ ცელქი მოსწავლის გაკვეთილების, კეთილი ექიმისა თუ დაკარგული ბავშვობის, მცენარეებისა თუ ცხოველების მხიარული თუ სევდიანი თავგადასავლების მიღმა იმ მთავარ სათქმელსაც იპოვი, რაც ლიტერატურას და განსაკუთრებით, საბავშვო ლიტერატურას უნდა ჰქონდეს – ადამიანის უპირობო და მარადიული სიყვარული.
ამ წიგნში ბევრი სიყვარულია, რომელსაც სულ სხვადასხვა ეპოქისა და მიმდინარეობის ქართველი მწერლები გიხსნიან შენ – მარადიულ ბავშვს და ყველაზე საყვარელ მკითხველს.
შესულია:
სულხან-საბა რგებლიანი (სიბრძნე სიცრუისა შემოკლებული ვერსია)
იაკობ გოგებბაშვილი (პატარა მებაღე, ჭინჭარი, მერცხალი, მაიმუნი)
აკაკი წერეთელი  (ჩემი თავგადასავალი)
ალექსანდრე ყაზბეგი ( ნამწყემსარის მოგონებები)
ეკატერინე გაბაშვილი ( ხატაური ჩემია)
ნიკა ლომოური (პაწია მეგობრები)
ვაჟა-ფშაველა (ქუჩი, გოგრა, ხმელი წიფელი )
შიო არაგვისპირელი ( ჩემო შვინადავ)
ნიკო ნაკაშიძე (თბილისი)
იროდიონ ევდოშვილი ( ჩახმახოს წინდა)
ლეო ქიაჩელი (ირემი)
ანა ხახუტაშვილი (ზღარბის თავგადასავალი)
გიორგი ლეონიძე (ჩვენი ჭერამი)
ლევან გოთუა (ქვის დედაენა)
გიორგი შატბერაშვილი (ცეროს შერცხვა)
ნინო ბეზარაშვილი (თაგო-თაგო)
ჭაბუა ამირეჯიბი (კომბალი, ფიწალი და ლოდი)
მიხეილ ქვლივიძე (სანდრო ზრდილობას სწავლობს)
ლადო მრელაშვილი (იყალთოს ბიჭები, ექსპედიცია ღამით)
რევაზ ინანიშვილი ( სად ცხოვრობს მეზღაპრე, მირანდუხტ, კუკრუჭანები, კეთილი ბებერი ბუები)
არჩილ სულაკაური (სალამურას თავგადასავალი, ბაია ხელმწიფის სასახლეში, ასკინკილა და თვალხუჭობანა)
გურამ ბედოშვილი (საჰაერო ხომალდი)
რეზო ჭეიშვილი (ჯეკი)
მერი ბოლქვაძე (სახლი)
გურამ რჩეულიშვილი (უსახელო უფლისციხელი)
დავით ჯავახიშვილი (ჭინკა ჭინის ოინები)
ჯემალ ქარჩხაძე (ბედნიერების მაძიებელი უფლისწული)
ნარგიზა მგელაძე (უცნობი ბიჭის დღიური)
გურამ დოჩანაშვილი (ზღაპარი დათასა და დათვზე და კიდევ ნინოს ნახელავზე)
გურამ პეტრიაშვილი (ნაღვლიანი კლოუნი, ყირამალა მოსიარულე კაცი)
ნუგზარ შატაიძე (ვენახის ანგელოზი)
ირინა ტალიაშვლი ( გალიაში იფრითია, ნაღვლიანი ჩიტი)
გოდერძი ჩოხელი (დამიბრუნეთ ჩემი ირმები, გუგული)

შეკვეთის ფორმა

შეკვეთა