6748592867
5436007459
7682114266
 
Sale!
 

აკრძალული წიგნების თარო

56.00 50.00

გამომცემლობა: ინტელექტი
გამოცემის წელი: 2019
ენა: ქართული
ყდა: რბილი
ISBN: 
ხელმისაწვდომი: არის

Qty

ბრმა ბუ
სადეყ ჰედაიათი
სადეყ ჰედაიათის „ბრმა ბუ“ თანამედროვე სპარსული პროზის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწარმოებად მიიჩნევა. „ბრმა ბუს“ დაწერის დროს ავტორი შაჰის ირანში უკვე აკრძალულ მწერლად იყო გამოცხადებული და რომანის დაბეჭდვა მხოლოდ სამშობლოს გარეთ, ინდოეთში, მოახერხა (1937 წ.). წიგნმა ირანში კონტრაბანდული გზით შეაღწია, სადაც ოფიციალურად მისი გამოცემა რეზა-შაჰ ფაჰლავის გადადგომის შემდეგ (1942 წ.) გახდა შესაძლებელი.

ისლამური რევოლუციის შემდეგ რომანის გამოცემის საკითხი კიდევ უფრო გართულდა: წიგნი თუმცა იბეჭდება, მაგრამ – კუპიურებით. ტექსტიდან ამოღებულია ის ფრაზები და პასაჟები, რომლებსაც ცენზურა ისლამური მორალისთვის მიუღებლად მიიჩნევს…
ბრმა ბუ“ გახლავთ საზოგადოებისგან მოკვეთილი თუ მისგან ნებაყოფლობით გაქცეული მარტოსული ადამიანის აღსარება-საუბარი თავისი სულიერი ტკივილების შესახებ, ურთულესი ფსიქიკის მქონე კაცის შინაგანი მონოლოგი. ნაწარმოები ცნობიერების ნაკადის ტექნიკით დაწერილი თანამედროვე მოდერნისტული რომანია. მასში გამოყენებულია ყველა მნიშვნელოვანი და საუკეთესო ხერხი, რაც მეოცე საუკუნის მსოფლიო ლიტერატურას შეუქმნია.
გვერდების რაოდენობა: 
სპარსულიდან თარგმნა მზია ბურჯანაძემ
ISBN: 9789941482557

 

გამოღვიძებ
ქეით ჩოპინი

საზოგადოება ყველა დროში უწესებდა ადამიანებს ბედნიერების კრიტერიუმებს. ედნა პონტილიეს ყველაფერი ჰქონდა, რასაც მისი ეპოქა ბედნიერებად სახავდა, მაგრამ ერთ დღესაც გამოეღვიძა და აღმოაჩინა, რომ საკუთარი ცხოვრება არაფრად უღირს.

ეს სასიყვარულო რომანია. ეს არ არის მხოლოდ სასიყვარულო რომანი. ეს არის ამბავი საკუთარი თავის შეცნობისა, მათ შორის, სიყვარულითაც. ეს არის ამბავი, რომელიც ქეით ჩოპინმა, მეცხრამეტე საუკუნის მწერალმა, ფემინიზმის პირველი ტალღის აზვირთებასთან ერთად დაწერა. ავტორმა, რომელიც მის თანამედროვეებს არაერთხელ შეურისხავთ, რომელსაც მისი ეპოქის პრესა კრიტიკის ქარცეცხლში ატარებდა, თუმცა თანამედროვე ამერიკელ კრიტიკოსთა და სწავლულთა შეფასებით, თითქმის ასი წლით გაუსწრო დროს.
ედნა პონტილიეს ბედნიერების თავისი გზა ჰქონდა, რაც ეპოქას არ მოეწონა და ამიტომაც ქეით შოპინის „გამოღვიძებამ“ მეოცე საუკუნის დასაწყისში ამერიკის რამდენიმე შტატის ბიბლიოთეკების თაროები დატოვა.

ინგლისურიდან თარგმნა: ანი კოპალიანმა
გვერდების რაოდენობა: 218
ISBN:9789941482779

როგორც წყალია შოკოლადისთვის
ლაურა ესკიველი
მექსიკელი მწერლის – ლაურა ესკიველის პირველი რომანი „როგორც წყალია შოკოლადისთვის“ 1989 წელს გამოიცა. წიგნი გამოცემისთანავე ითარგმნა მრავალ ენაზე და წელიწადზე მეტხანს იყო „ნიუიორკ თაიმსის“ ბესტსელერი.
 რომანის მიხედვით გადაღებულმა ფილმმა კიდევ უფრო გაზარდა წიგნის პოპულარობა, რასაც თან დაერთო სკანდალიც: „როგორც წყალია შოკოლადისთვის“ 2005 წელს აიკრძალა უისკონსინის შტატში (აშშ), მერტონის ეროუჰედის უმაღლეს სასწავლებელში ერთ-ერთი მშობლის ინიციატივით, რომელსაც მიაჩნდა, რომ წიგნი შეიცავს სექსუალური აღგზნების ნატურალისტურ აღწერასა და მსგავსი სახის არაერთ პასაჟს; 2012 წელს აიკრძალა აიდაჰოში, ნამპას უმაღლეს სასწავლებელში, რადგან სტუდენტებისთვის ზედმეტად უხამს წიგნად მიიჩნიეს. ერთ-ერთმა მშობელმა წიგნს გარყვნილიც კი უწოდა.
 „როგორც წყალია შოკოლადისთვის“ – ეს ცნობილი მექსიკური გამოთქმა ძალიან განაწყენებული ან გაბრაზებული ადამიანის მდგომარეობას გამოხატავს, რომელიც შეიძლება მოთუხთუხე წყალზე მოსახარშად შემოდგმულ შოკოლადს შევადაროთ. მოხდენილად შერჩეული სათაური და მაგიური რეალიზმისთვის დამახასიათებელი მხატვრული საშუალებებით მოთხრობილი მთავარი გმირის – ტიტას ისტორია, რომანში პერსონაჟებივით ჩართული ეგზოტიკური კერძების რეცეპტებით, წიგნს საინტერესო, სასიამოვნო და სულმოუთქმელ საკითხავად აქცევს.
გვერდების რაოდენობა: 210

ესპანურიდან თარგმნა მაკა გოგოლაშვილმა.
ISBN:978-9941-470-90-5

 

შეკვეთის ფორმა

შეკვეთა