7699009138
9837067327
1528285791
 
Sale!
 

აკრძალული წიგნების თარო

75.00 57.60

გამომცემლობა: ინტელექტი
გვერდები: 214-350
გარეკანი: რბილი
ენა: ქართული
გამოშვების წელი: 2017
ფორმატი: 14.5×20
სერია: აკრძალული წიგნების თარო
ISBN: 9789941470899

ხელმისაწვდომი: არის
Qty
ჩაკლული სული
გრიგოლ რობაქიძე

გერმანულიდან თარგმნა ალექსანდრე კარტოზიამ.
 გრიგოლ რობაქიძის „ჩაკლული სული” 1932 წელს დაიწერა და შემდგომ წელს გამოიცა გერმანიაში. ესაა პირველი ლიტერატურული ცდა „ბოლშევიკური კლიმატისა” და სტალინიზმის ნამდვილი არსის წარმოსაჩენად – ავტორმა 30-იანი წლების დასაწყისშივე იწინასწარმეტყველა იმავე ათწლეულის სისხლიანი ტერორი და რეპრესიები.
 „წიგნს დიდი გამოხმაურება ჰქონდა. საბჭოებმა ამ წიგნის გამო ხალხის მტერი დამარქვეს” – წერდა ერთ-ერთ ბარათში გრიგოლ რობაქიძე. რომანი, მისი ავტორი და გრიგოლ რობაქიძის მთელი შემოქმედება დიდი ხნით აიკრძალა და მიუღებლად  გამოცხადდა საბჭოთა კავშირში.
 რომანის მოქმედება თბილისში ვითარდება. მთავარი პერსონაჟი – მწერალი თამაზ ენგური ყველანაირად ცდილობს დაუსხლტეს წითელი დიქტატურის საცეცებს, არ ითანამშრომლოს მოძალადე რეჟიმთან, შიშისა და უნდობლობის გარემოში შეინარჩუნოს ღირსება და არ გატყდეს. მაგრამ სხვანაირად ფიქრობს გპუ – სტალინის ურყევი ნების შემსრულებელი სადამსჯელო მანქანა.

 წიგნი რუსულიდან თარგმნა გივი კიკილაშვილმა.

ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება
ნიკოს კაზანძაკისი

„ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება” ცნობილი ბერძენი მწერლის, ნიკოს კაზანძაკისის ყველაზე სკანდალური რომანია, რომელიც ვატიკანის აკრძალულ წიგნთა ნუსხაშია შეტანილი. ჯერ კიდევ ბერძნული გამოცემის გამოჩენამდე, საბერძნეთის სინოდი მწერლის განკვეთასა და ანათემაზე გადაცემას ითხოვდა, რის გამოც კაზანძაკისი იძულებული შეიქნა საბერძნეთიდან გადასახლებულიყო, თუმცა აკრძალვის მიუხედავად, რომანმა გამოცემისთანავე მიიპყრო მთელი მსოფლიოს ყურადღება და დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს; „ქრისტეს უკანასკნელი ცდუნების” წინააღმდეგ ახალი ტალღა 1988 წელს აგორდა, როდესაც ეკრანზე მარტინ სკორსეზეს ამავე სახელწოდების ფილმი გამოვიდა. საბერძნეთის სასულიერო და საერო საზოგადოებამ ფილმის ბერძნული პრემიერის ჩაშლაც კი მოახერხა. ამის მიზეზი კი რომანისა და შესაბამისად, ფილმის შინაარსი გახდა.
 რომანში აღწერილია ქრისტეს ცხოვრების ბოლო წლები და ის გზა, რომელსაც იესო გადის, რათა საკუთარ თავში
ადამიანი დათრგუნოს და ღმერთი გააძლიეროს. ხეზე მომუშავე ოსტატი, რომელიც თვითონ ამზადებს ჯვრებს საიმისოდ, რომ რომაელებმა მესიის მოლოდინში მყოფი მეამბოხე ებრაელები დასაჯონ, მთელი არსებით ებრძვის მასში ჩასახლებულ ღმერთსაც და სატანასაც. ერთ მშვენიერ დღეს კი აღმოაჩენს, რომ თვითონაა მესია და ჯვარზეც თვითონ უნდა ავიდეს. კაცის ღმერთად ქცევის გზაზე მას უამრავი ცდუნება ელის.
 „ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება”, ისტორიულთან ერთად, ფსიქოლოგიური რომანიცაა. განსაკუთრებით საგრძნობია მასში ნიცშეანური ფილოსოფიისა და ფროიდისეული ფსიქოანალიზის გავლენა. იესოს ცხოვრების კაზანძაკისისეულმა ინტერპრეტაციამ მსოფლიო ლიტერატურაში ქრისტეს თემის ახლებურ გააზრებას დაუდო საფუძველი, რაც შემდგომში არაერთმა სხვა მწერალმა გაიზიარა, მათ შორის, ჟოზე სარამაგუმ და ერიკ-ემანუელ შმიტმა.

 ახალი ბერძნულიდან თარგმნა თათია მთვარელიძემ.

ალისფერი დამღა
ნათანიელ ჰოთორნი

„ალისფერი დამღა“ ცნობილი ამერიკელი რომანტიკოსი მწერლის, ნათანიელ ჰოთორნის რომანია, რომელმაც ავტორს დიდი სახელი მოუხვეჭა სამშობლოში და დროთა განმავლობაში ამერიკული ლიტერატურის კლასიკად იქცა.წიგნი 1850 წელს გამოიცა და მაშინვე მოიპოვა საქვეყნო აღიარება. ის ეხება აკრძალული სიყვარულის, საზოგადოებასთან დაპირისპირების, დანაშაულისა და სასჯელის თემებს. რომანი მრავალჯერ აკრძალეს სხვადასხვა ქვეყანასა და ეპოქაში (მათ შორის, ცარისტულ რუსეთშიც), როგორც უხამსი და საზოგადოებრივი მორალის შეურაცხმყოფელი, რადგან ავტორის სიმპათია აშკარად ეკუთვნის მთავარ პერსონაჟს – ქალს, რომელმაც მღვდელთან გააბა სასიყვარულო ურთიერთობა და ამით მთელ პურიტანულ საზოგადოებას დაუპირისპირდა.
ინგლისურიდან თარგმნა ანი კოპალიანმა.
კატეგორიები: ,