29432962_1913626058708507_1855208177530907842_n
29432962_1913626058708507_1855208177530907842_n
 
 

აგათა კრისტი

27.99

გამომცემლობა: პალიტრა L
ავტორი: აგათა კრტისტი
ენა: ქართული
გამოცემის წელი: 2018
ყდა: მაგარი (მუყაოს სასაჩუქრე ყუთით)
ფორმატი: 15 X 22.5 X 5
ხელმისაწვდომი: არის
ISBN: 9789941249723

Qty

ორი წიგნი, ორი საქმე. ერკიულ პუაროს კარიერის დასაწყისი და დასასრული. ორტომეულში შესულია: “იდუმალებით მოცული საქმე სთაილზში”; “ფარდა: პუაროს უკანასკნელი საქმე”.
“დეტექტივის დედოფლად” აღიარებული აგათა კრისტის შემოქმედება 60 დეტექტივს, 6 ფსიქოლოგიურ რომანს, 19 მოთხრობების კრებულსა და 16 პიესას მოიცავს. მისი წიგნების ტირაჟმა ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში 4 მილიარდი ეგზემპლარი შეადგინა და მსოფლიოს ასზე მეტ ენაზე ითარგმნა.
“იდუმალებით მოცული საქმე სთაილზში” აგათა კრისტის პირველი წიგნია ერკიულ პუაროს, კაპიტან არტურ ჰასტინგსისა და ინსპექტორ ჯეპის შესახებ. გაზეთი The Times 1921 წლის 3 თებერვალს წერდა: “ამბობენ, ავტორმა სანაძლეო დადო, რომ ისეთ დეტექტიურ ამბავს გამოიგონებდა, მკითხველი ბოლო გვერდამდე ვერ მიხვდებოდა, ვინ იქნებოდა მკვლელი. მკითხველმა უნდა აღიაროს, რომ აგათა კრისტიმ ნაძლევი მოიგო”.
“ფარდა: პუაროს უკანასკნელი საქმე” ლეგენდარული ბელგიელი მაძებრის, ერკიულ პუაროს ტრიუმფალური კარიერის საბოლოო წერტილია. პირველი საქმე პატარა ბელგიელმა სთაილზში გამოიძია მრავალი წლის წინათ და სთაილზშივე გახსნა უკანასკნელი საქმე _ იპოვა იდეალური მკვლელი, მისტერ იქსი.
ორტომეულს მოყვება სასაჩუქრე ყუთი

შეკვეთის ფორმა

შეკვეთა