0f6a5430737c04b491b97820163c8e04
2b9d1ecf46a0a4a5b6a50e01996375b7
993ba8efd1933a3d8c86dc1900fb40ff
e3973792437d1b149f352c91e5c19eae
 
 

აგათა კრისტი

60.00

გამომცემლობა: პალიტრა L
გამოცემის წელი: 2018
ყდა: რბუილი, სასაჩუქრე შეფუთვა
გვერდების რაოდენობა: 300-400

ენა: ქართული
ISBN: 93245445514
ხელმისაწვდომი: არის

Qty

მესამე გოგონა
ცნობილ მეძებარს, ერკიელ პუაროს, ერთ დილას გოგონა, სახელად ნორმა რესტარიკი, ესტუმრება რჩევის სათხოვნელად. გოგონას ჰგონია, რომ ვიღაც მოკლა, მაგრამ ვინ, არ იცის – მისი არც სახელი ახსოვს, არც მკვლელობის გარემოებები და არც ადგილი… ამჯერად პუარო მკვლელს კი არა, მკვლელობას ეძებს… და, რა თქმა უნდა, იპოვის.

სიკვდილი ნილოსზე
მრავალმილიონიანი ქონების მემკვიდრე ლიტენ რეჯუეი ცოლად მიჰყვება თავისი უახლოესი მეგობრის, ჟაკლინის საქმროს. ახალდაქორწინებულები თაფლობის თვის გასატარებლად თბომავალ „კარნაკით“ ნილოსზე, ეგვიპტეში მიემგზავრებიან. ჟაკლინი გადაწყვეტს, ჩააშხამოს მოგზაურობა მოღალატე საქმროსა და მეგობარს. ბორტზე სხვა მტრებიც არიან. სახელგანთქმული მეძებარი პუარო ლინეტს ერთ დღეს კაიუტაში მოკლულს იპოვის. ხანგრძლივი ძიების შემდეგ პუარო მიაგნებს დანაშაულის იარაღს და მიზეზსაც, მაგრამ ერთმანეთს ახალ-ახალი მკვლელობები მოჰყვება.

და აღარავინ დარჩა
განმარტოებულ კუნძულზე ერთმანეთთან არაფრით დაკავშირებული ათი ადამიანი მიწვევით ჩადის, მაგრამ… მასპინძლები არსად ჩანან. სასტუმრო ოთახში, ლანგარზე, ფაიფურის ათი პატარა ინდიელის ფიგურა დევს, ხოლო სტუმრების საძინებლებში მხიარული საბავშვო ლექსია კედელზე გაკრული. ნეტავ რაზე მიანიშნებენ სტუმრებს მასპინძლები? ან არსებობენ ისინი? ვინ ხოცავს ერთიმეორის მიყოლებით სტუმრებს და რატომ ქრება თითოეული მკვლელობის შემდეგ თითო ფიგურა? – ამ კითხვებზე პასუხს ზღვაში გადაგდებული წერილი გასცემს.

მკვლელობა მღვდილს სახლში
რომანში მკვლელობა მღვდლის სახლში აგათა კრისტის პირველად შემოჰყავს ყველასთვის საყვარელი დეტექტივი ქალი, მის ჯეინ მარპლი. ამ ხანდაზმულ ქალბატონს მშვენივრად ეხერხება ადამიანის ბუნების უარყოფითი მხარეების გამოვლენა. იგი მღვდლის სახლში მომხდარ დანაშაულს იძიებს. მოსამართლეს, პოლკოვნიკ პროტეროს, თავში ტყვია დაახალეს და მოკლეს. გასროლის ხმა არავის გაუგონია. არც რამე სამხილი არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოკვლის საფუძველი მასთან მეტ-ნაკლებად დაახლოებულ ყველა ადამიანს აქვს. მის მარპლი იდუმალ მკვლელს კვალში ჩაუდგება. ყოველი წუთი ძვირფასია, ადგილობრივი პოლიცია კი მას ვერაფრით ეხმარება.

გვამი ბიბლიოთეკაში
პოლკოვნიკმა ბანტრიმ საკუთარი სახლის ბიბლიოთეკაში ქერათმიანი ქალიშვილის გაგუდული სხეული აღმოაჩინა. მეზობლებში მითქმა-მოთქმა იწყება! თუმცა მის მარპლის მოწვევის შემდეგ ყველაფერი იცვლება და საქმეში იმაზე მეტი ინტრიგა და სიბინძურე ჩნდება, ვიდრე ეს კეთილშობილ ბანტრებს წარმოედგინათ. პირქუში ფინანსისტი, მისი ეგოცენტრიკული მოზრდილი შვილები, სასტუმროს პრაგმატული და ჭკვიანი თანამშრომლები, დიდძალი ფული და გავლენა, ფიცხი ადგილობრივი ახალგაზრდა კაცი, განცვიფრებული ქალიშვილები, კინობიზნესი _ ეს ყველაფერი კრისტისთვის დამახასიათებელ კლასიკურ სიუჟეტში ერთმანეთში იხლართება, რასაც მრავალი მოულოდნელობა და მცდარი კვალი ახლავს თან. ამას დაუმატეთ დიდებული სახლი, უცნაური სასტუმრო და მეტისმეტად რესპექტაბელური პატარა სოფელი. ჰო, არც მის მარპლი დაგავიწყდეთ.

მრუდე სახლი
ერთ უცნაურ, მრუდე სახლში ძალიან მდიდარი ოჯახი ცხოვრობს. ოჯახის უფროსი რესტორნებისა და სასტუმროების ქსელის მფლობელია, თუმცა… ერთ მშვენიერ დღეს ის მკვდარი იპოვეს. სავარაუდოდ, მოწამლეს. ამ დიდი ოჯახის ყველა წევრს ჰქონდა საფუძველი, რომ მოხუცი მოეკლა… დიდი მემკვიდრეობა, ჩანს, დიდი ცდუნებაც არის… მაგრამ მკვლელს, თურმე, მემკვიდრეობა სულაც არ სჭირდება, მას, უბრალოდ, დეტექტივები და… შურისძიება უყვარს.

პადინგტონის სადგური 4:50
ელსფეთ მაკგილიკადი ჰალუცინაციებს არასდროს შეუწუხებია. თუმცა ეს მანამ იყო, სანამ პადინგტონის სადგურზე მკვლელობას შეესწრებოდა. დაინახა კი რამე? არც მსხვერპლი, არც ეჭვმიტანილი და არც სხვა თვითმხილველი არ არსებობს. არავის სჯერა, რომ მკვლელობა ნამდვილად მოხდა, გარდა მისი მეგობრის, მისის მარპლისა, რომელიც მკვლელობის ადგილზე ბრუნდება და აღმოაჩენს იმას, რისი მომსწრეც მისის მაკგილიკადი გახდა.ჭვავით სავსე ჯიბე
რომანში,რომელშიც ბიზნესმენისა და ფინანსური მაგნატის საიდუმლოებით მოცული სიკვდილია აღწერილი,მის მარპლს ერთობ უჩვეულო ბოროტმოქმედების გამოძიება უწევს.ფინანსური იმპერიის მეფე,რექს ფორტესქიუ თავის ბუღალტერიაში ჩაის წრუპავდა,როდესაც უეცრად ცუდად გახდა და ტანჯვით აღმოხდა სული.მოგვიანებით ჩატარებული ჩხრეკის შედეგად,გარდაცვლილის ჯიბეებში რაღაც მარცვლეული იპოვეს.დანაშაულის დამადასტურებელი სხვა რამე სამხილი ადგილზე ვერ აღმოაჩინეს.

 

შეკვეთის ფორმა

შეკვეთა

Category: