ჩვენ შესახებ

კომპანია “TELex”-ი  2013 წლიდან ფუნქციონირებს ტელემარკეტინგისა და საგამომცემლო სფეროში.
ჩვენი მისიაა  ქართული და უცხოური ლიტერატურის პოპულარიზაციის ხელშეწყობა და წიგნიერების დონის ამაღლება ქვეყანაში.
ჩვენი კორპორაციული ფასეულობებია: გუნდურობა, ლიტერატურის პოპულარიზაცია, ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა.

ტელექსი (Telex) უპირველესყოვლისა ნიშნავს ქსელს (Network), მასთან დაკავშირებული ცნებებია ტელე-კომუნიკაცია, ინფორმაციის მიწოდება, მიღება, გავრცელება. ამ სიტყვის მთავარი აზრი არის – ურთიერთობა.სწორედ, ამიტომ ჩვენი კომპანიის სახელიაTELex-ი.

ჩვენ გვსურს რაც შეიძლება მეტი ადამიანი გვიცნობდეს, რათა პოპულარიზაცია გავუწიოთ ქართველ და უცხოელ ავტორებს და ისარგებლონ კომპანიის მომსახურებით. თანამედროვე ადამიანებისათვის სატელეფონო, მობილური კომუნიკაცია ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობაა ინფორმაციის შეტყობინების და გადაწყვეტილების მისაღებად.„ერთი ზარი წიგნამდე„ – სწრაფი, კომფორტული და მარტივი გზა სასურველი წიგნის შესაძენად.

ტელექსის ყველა თანამშრომელს ღრმად სწამს, რომ ქვეყნის მომავალი შეძენილი და გაზიარებული ცოდნით იქმნება.

ტელექსის პარტნიორია 25 -ზე მეტი გამომცემლობა საქართველოში.
2015 წლიდან კომპანიაTELex-მა დააფუძნა საგამომცემლო კომპანია „ნოტა ბენე“, რომელიც ორიენტირებულია საკოლექციო წიგნების გამოცემაზე.