სტაჟირება გაყიდვების მიმართულებით

კომპანია ტელექსი აცხადებს სტაჟირებას დასაქმების პერსპექტივით გაყიდვების განყოფილებაში
 ჯგუფის მენეჯერის პოზიციაზე

 

ვის ვეძებთ?

მოტივირებულ, ენთუზიამიზის  მქონე, განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატებს.  ვისაც სურს კარიერის დაწყება გაყიდვების მიმართულებით.

ვის შეუძლია გამოგვიგზავნოს აპლიკაცია?

ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, ახალკურსდამთავრებულებს  სოციალური მეცნიერებების ან ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მიმართულებით.

რას ველით?

ინიციატივას, ახალ იდეებს, გუნდურობას, ძლიერ მხარდაჭერასა და ჩართულობას გაყიდვების პროცესებში, საქმისადმი პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას.

რას ვთავაზობთ?

სტაჟირების განმავლობაში შერჩეული კანდიდატები გაეცნობიან და  ჩართულები იქნებიან გაყიდვების პროცესებში.

სტაჟირების დასრულების შემდეგ თქვენ შეიძენთ მნიშვნელოვან გამოცდილებას.

წარმატებული კანიდატები მიიღებენ დასაქმების და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას.

როგორ ხორციელდება სტაჟირების შერჩევა:

სტაჟირებით დაინტერესებული კანდიდატებიდან გასაუბრებაზე მოწვეული იქნებიან  ის კანდიდატები, რომელთა სამოტივაციო წერილებში ნათლად და არგუმენტირებულად იქნება  დასაბუთებული სტაჟირების გავლის მოტივაცია.

სტაჟიორები შეირჩევიან ტესტირების და გასაუბრების საფუძველზე.

ტესტირება ჩატარდება ლოგიკურ აზროვნებაში.

რამდენ ხანს გრძელდება სტაჟირება?

სტაჟირების პერიოდი მოიცავს ერთ თვეს, ანაზღაურების გარეშე.

როგორია სტაჟიორის სამუშაო გრაფიკი?

ნახევარი განაკვეთი, ცვლიანობის განრიგით  (კვირაში 6 დღე, 10:00 –16:00, 16:00 – 22:00 საათის ჩათვლით).

ძირითადი მოთხოვნები:

  • კარიერული ორიენტაცია ადამიანური რესურსების მიმართულებით
  • სწრაფი ათვისების და ადაპტაციის უნარი
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
  • თავაზიანობა და კეთილგანწყობა
  • მოქნილობა, დიპლომატიურობა
  • ენთუზიაზმი
  • ორგანიზებულობა
  • შედეგზე ორიენტირებულობა.

როგორ გამოვაგზავნო რეიზუმე?

სტაჟირებით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელექტრონულ მიმსამართზე: jobs@telex.ge 2019  წლის 30 აგვისტოს ჩათვლით.

გთხოვთ, თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება:  სტაჟირება  გაყიდვების განყოფილებაში.

თქვენ ასევე შეგიძლიათ შეავსოთ ელ. აპლიკაცია:

 

ჩვენთან დაკავშირება შესაძლებელია შემდეგ ნომერზე: 577 399 000 ან მოგვწერეთ facebook გვერდზე www.facebook.com/TELex.ge

კომპანია „ტელექსი“ მადლობას გიხდით სტაჟირებით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *