ზაფხულში საკითხავი წიგნები

Image result for ბაბუაწვერას ღვინორეი ბრედბერი – ბაბუაწვერას ღვინო
„არ მინდა თქმა, რომ ბრედბერი ბავშვობისგან რომანტიკულ მითს არ ქმნის; პირიქით, სწორედ ამას აკეთებს. თავისთავად, ბავშვობა ბევრი ჩვენგანისთვის მითია. გვეჩვენება, რომ გვახსოვს, რაც თავს გადაგვხდენია იმ დროს, მაგრამ, სინამდვილეში, ასე არ არის. მიზეზი უბრალოა: მაშინ ყველა შერეკილი ვიყავით – ბავშვობაში იბადება მითი“. – სტივენ კინგი
დაგ სპოლდინგის საოცარი ზაფხული… ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ მის გვერდით და რომელთაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ დაგის ყოველდღიურობაში… აქ შეხვდებით მისტერ ჯონასს და მის საოცარ ფურგონს, “ძონძებითა და ძველმანებით” რომ არის სავსე. სწორედ ამ ძველმანებს შორის აღმოჩნდება ხოლმე ადამიანებისათვის სანატრელი ნივთები, რომლებსაც მისტერ ჯონასი უსასყიდლოდ და დაუნანებლად ურიგებს ყველას… მას ყველა საჭირო ნივთი აქვს, გამაჯანსაღებელი ჰაერიც კი, თითქმის სასიკვდილოდ განწირულ ბიჭს ამქვეყნისკენ რომ მოაბრუნებს…
ბედნიერების მანქანა, ბაბუაწვერას ღვინო, ტენისის ახალი ფეხსაცმელი, კუდიანი ტარო, მარტოხელა მკვლელი და ჭრიჭინების ხმით გაზომილი ტემპერატურა – ანუ ოთხმოცდათორმეტი გრადუსი სპოლდინდი და არა ოთხმოცდაცხრა გრადუსი ფარენგეიტი…

გაატარეთ საინტერესო ზაფხული დაგ სპოლდინგთან ერთად! თქვენ დაუვიწყარი დღეები გელით!



Image result for შარლოტა ბრონტე - ჯეინ ეარიშარლოტა ბრონტე – ჯეინ ეარი

ვიქტორიანული ინგლისი. ღარიბ გოგონათა პანსიონატში გატარებული რვა წლის შემდეგ ობოლი ჯეინ ეარი ტორნფილდში ედვარდ როჩესტერის მამულში აღმზრდელად იწყებს მუშაობას მეპატრონე იშვიათად არის მამულში და მისი არყოფნის დროს ჯეინმა თვალყური უნდა ადევნოს რვა წლის აღსაზრდელს ადელ ვარანსს ერთხელაც როჩესტერი ბრუნდება და ასე იწყება ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანტიკული ისტორია
„ჯეინ ეარი“ -ერთერთი ყველაზე ცნობილი ინგლისური რომანი პირველად 1847 წელს გამოქვეყნდა ლონდონში. თავიდან ბრონტემ რომანოი კურერ ბელის ფსევდონიმით გამოსცა და მას ასე უწოდა: ჯეინ ეარი: ავტობიოგრაფია. რომანის მეორე გამოცემა შარლოტმა ინგლისელ ნოველისტს, ვილიამ მეიკპის ტეკერეის მიუძღვნა. ”ჯეინ ეარის” პერსონაჟ მისტერ როჩესტერის მსგავსად უილიამ თეკერეისაც ჰყავდა ჭკუიდან შეშლილი ცოლი, რომელმაც დიდხანს იცოცხლა, მაგრამ მორჩენით ვეღარ მორჩა.


Image result for ჭამე, ილოცე, შეიყვარეჭამე, ილოცე, შეიყვარე
“ჭამე, ილოცე, შეიყვარე” ავტობიოგრაფიული რომანია. ელიზაბეტი მტკიცედ გადაწყვეტს, იპოვოს ის, რაც აქამდე ესოდენ აკლდა. ამდენად, ის იწყებს ძიებას… რომში ის თავს ნებაზე მიუშვებს, ინდოეთში კი სულის განწმენდას ჰპოვებს… საბოლოოდ კუნძულ ბალიზე მცხოვრები ექიმბაში ახალ გზას დაანახვებს სიმშვიდისკენ და კვლავ გაუღვივებს სიყვარულის სურვილს.

ახალგაზრდა ქალი აანალიზებს, რომ ვერ იღებს ცხოვრებისაგან იმას რისი სურვილიც აქვს. მტკივნეული განქორწინების შემდეგ ის დაგეგმავს მოგზაურობას, რომელიც მას მსოფლიოს ირგვლივ წაიყვანს, კონკრეტულად კი: იტალიაში, ინდოეთსა და ბალში. ამ მოგზაურობის დროს ის სწავლობს უცხო კულტურასა და ტრადიციებს, ნახულობს ბევრ უცნობ და საინტერესო ადგილს, ეს ყველაფერი კი რელაქსაციაში ეხმარება, ის ამ ფორმით გამოდის დეპრესიიდან და უბრუნდება თავის საკუთარ მეს.


 
Image result for ეშმაკს აცვია პრადაეშმაკს აცვია პრადა
”ეშმაკს აცვია პრადა” ახალგაზრდა ამერიკელი მწერლის, ლორენ ვაისბერგერის პირველი რომანია. იგი გამოსვლისთანავე ბესტსელერად იქცა და საუკეთესო რომანების რეიტინგში, რომელსაც ნიუ-იორკის ცნობილი გაზეთები ყოველთვიურად აქვეყნებენ, დიდხანს ლიდერობდა. რა იღბლიანია ანდრეა საქსი! პროვინციულ ამერიკულ ქალაქში დაბადებული, ბრაუნის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული გოგონა, მაღალი მოდის სამყაროს შუაგულში აღმოჩნდა! მუშაობას უმსხვილეს ჰოლდინგ ”ელიას კლარკში” იწყებს, საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადადის და მსოფლიოში ცნობილი მოდის ჟურნალის, ”პოდიუმის” მთავარი რედაქტორის, მირანდა პრისტლის თანაშემწე ხდება. განა ეს იღბალი არ არის?! თუმცა მაღალი მოდის სამყარო ეშმაკივით მაცდური და ულმობელია. ადამიანს ფუფუნებისა და ხიბლის საბურველში ჰხვევს, ოცნებების ახდენას სთავაზობს, სამაგიეროდ კი გრძნობებზე ─ სიყვარულზე, მეგობრობაზე და შესაძლოა საკუთარ თავზე უნდა თქვას უარი. და ანდრეა საქსი არჩევანის წინაშე დგება…


 
Image result for ზეიდი სმითის - თეთრი კბილებიზეიდი სმითის – თეთრი კბილები
21-ე საუკუნის უდიდეს და უმნიშვნელოვანეს რომანად აღიარებული ნაწარმოებია. იგი რამდენიმე ოჯახის ისტორიას მოგვითხრობს, რომელთაც ერთი შეხედვით არაფერი აერთიანებთ, ლონდონში ცხოვრების გარდა. წიგნში სხვადასხვა კულტურა, განსხვავებული რელიგიები უპირისპირდება ერთმანეთს. ემიგრანტებიცა და მკვიდრი ლონდონელებიც საკუთარი ადგილის მოპოვებას ცდილობენ და ამ ფონზე ძალიან საინტერსოდ იშლება მათი წინაპრების ისტორიები, მათი ჩახლართული გენეალოგიური ხეები, მათი „თანკბილვის პრობლემები“ და „ფესვთა არხები“. წიგნი დაწერილია საოცარი მახვილგონივრულობით, იუმორით, უდიდესი სამწერლო ოსტატობით. ტექსტში მრავლადაა ალუზიები სხვადასხვა ნაწარმოებზე, ისტორიული, თეოლოგიური და ფილოსოფიური წიაღსვლები, მეოცე და ოცდამეერთე საუკუნის უმნიშვნელოვანესი მოვლენები, დანახული საინტერესო მწერლის თვალით.


 
Image result for ფენი ფლეგი - შემწვარი მწვანე პომიდვრები კაფე უისელ სტოპშიფენი ფლეგი – შემწვარი მწვანე პომიდვრები კაფე უისელ სტოპში
ფენი ფლეგის რომანს „შემწვარი მწვანე პომიდვრები კაფე „უისელ სტოპში“ ამერიკულ ლიტერატურასა და კულტურაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს, რადგან ამ სევდითა და იუმორით სავსე ისტორიების უკან დგას უმწვავესი საკითხები – ადამიანის უფლებები, უმცირესობები, მართლსაწინააღმდეგო ქმედებების მორალური მხარე, საზოგადოებრივი აზრი და თავისუფლება… უკვე დაგეგმილი გაქვთ, სად დაისვენებთ ამ ზაფხულს? თუ კაფე „უისელ სტოპში“ შეივლით, იქ: „საუზმე ექვსის ნახევრიდან რვის ნახევრამდეა და შეგიძლიათ შეუკვეთოთ კვერცხი, შვრიის ფაფა, ორცხობილა, ბეკონი, სოსისი, ლორი წითელი საწებლით და ყავა ოცდახუთ ცენტად. სადილად და ვახშმად კი შემწვარი ქათამი, დაბეგვილი ღორის ხორცი საწებლით, ლოქო, ქათამი ცომის გუნდებით ან ბარბექიუ. ასევე, ნებისმიერი სამი სახის ბოსტნეული, ორცხობილა ან სიმინდის კვერი, სასმელი და დესერტი ოცდათხუთმეტ ცენტად.“ პატარა ქალაქში ზაფხულის გატარება უამრავ თავგადასავალს გპირდებათ – იჯი ტრედგუდთან ერთად შეგიძლიათ პირდაპირ ველური ფუტკრების სკიდან მოიპაროთ თაფლი და საყვარელ ადამიანს უწილადოთ; ან ბეტ უიმსთან ერთად მეზობლებზე წეროთ საგაზეთო სტატიები; ან რკინიგზელ ბილთან ერთად სამთავრობო მატარებლები გაძარცვოთ და ღარიბ ფერადკანიანებს კონსერვის ქილები გადაუყაროთ ლიანდაგებზე; ევა ბეიტსთან ერთად მთელი ღამე სვათ და იცეკვოთ მეთევზეთა ბუნაგში; „მჟავე კიტრის კლუბთან“ ერთად ათასგვარად გაეხუმროთ მეგობრებს… ალაბამის პატარა ქალაქ უისელ სტოპში გასართობს თუ სადარდებელს რა დალევს. აქ ცხოვრობენ ადამიანები, რომელთაც უყვართ ხუმრობა, ერთმანეთი და გემრიელად ჭამა; აქ ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ, უდიდესი გმირობა ჩაიდინონ ისე, რომ მადლობასა და აპლოდისმენტებს არ დაელოდონ, მეტიც, არავის გააგებინონ ამის შესახებ. აქ ცხოვრობენ ადამიანები, რომლებმაც იციან მეგობრობის, დახმარების, სიკეთის, სიცოცხლის ფასი.”

 
Image result for ჯოჯო მოიესი-მე შენამდეჯოჯო მოიესი-მე შენამდე
ლუისა კლარკი ოცდაექვსი წლისაა და ჯერ კიდევ არ უნახავს უცხოენოვანი ფილმები სუბტიტრებით, ენატრება ბავშბობისდროინდელი კოლგოტი შავი და ყვითელი ზოლებით და ოცნებობს ისეთი საძინებელი ჰქონდეს, სადაც ხელებს გაშლის და მოპირდაპირე კედლების სივიწროვე არ შეაწუხებს. ერთ დღესაც ამ ექსცენტრიულ გოგონას ცნობილი ოჯახი თავიანთი შვილის – კვადრიპლეგიის მქონე უილ ტრეინორის მომვლელად აიყვანს, თუმცა ლუისა მალე ხვდება, რომ მას მხოლოდ მომვლელის ფუნქცია არ აკისრია
ლუ კლარმა ბევრი რამ იცის. მაგალითად, რამდენი ნაბიჯია ავტობუსის გაჩერებიდან სახლამდე, იცის, რომ თავისი სამუშაო მოსწონს და იმასაც ეჭვობს, რომ თავისი შეყვარებული, პატრიკი სულაც არ უყვარს. თუმცა, ლუს წარმოდგენაც არ აქვს, ცოტა ხანში სამსახურს რომ დაკარგავს და ის, რასაც მომავალი უმზადებს, მის სიცოცხლეს მთლიანად შეცვლის. უილ ტრეინორმა იცის, რომ ავარიამ სიცოცხლის სურვილი წაართვა. მის გარშემო ყველაფერმა მნიშვნელობა დაკარგა და გამოიფიტა. იმის შესახებაც იცის, თუ როგორ მოუღოს ამ ყველაფერს ბოლო. თუმცა, უილმა არ იცის, რომ მალე მის სიცოცხლეში ლუ გამოჩნდება და ყოველდღიურობას კვლავ დაუბრუნდება ფერები.


 
 
 
Image result for ჯეინ ოსტინის - ემაჯეინ ოსტინის – ემა
“ემა ვუდჰაუზი ლამაზი, ჭკვიანი და მდიდარი ახალგაზრდა ქალი იყო, კეთილმოწყობილი სახლისა და ხალისიანი გუნების პატრონი. მასში თითქოს თავი მოეყარა ყოფიერების სიკეთეებს და ლამის უკვე ოცდაერთი წელი ამქვეყნად ისე გაეტარებინა, რომ ტკივილისა და დარდის შესახებ პრაქტიკულად არაფერი იცოდა.
ემას მამას – ძალიამ მოსიყვარულე, თვინიერ კაცს – ორი ქალიშვილი ჰყავდა. დებს შორის უმცროსი ემა გახლდათ, რომელიც უფროსი დის გათხოვების შემდეგ მამისეულ სახლში ადრეული ასაკიდანვე დიასახლისობდა. დედა იმდენი ხნის წინ გარდასცვლოდა, რომ ემას მისი ალერსი ბუნდოვნად თუ ახსოვდა, მისი ადგილი კი აღმზრდელს დაეკავებინა – არაჩვეულებრივ ქალს, რომლის მზრუნველობა და სითბო დედობრივს არაფრით ჩამოუვარდებოდა.
მის ტეილორს მისტერ ვუდჰაუზის სახლში ცხოვრების თექვსმეტწლიანი სტაჟი ჰქონდა და უფრო მეგობარი ეთქმოდა, ვიდრე აღმზრდელი. მას ვუდჰაუზის ორივე ქალიშვილი უყვარდა, მაგრამ ემა – გამორჩეულად. ამ ორის სიახლოვე დებისას არაფრით ჩამოუვარდებოდა. ჯერ კიდევ მაშინ, სანამ „აღმზრდელი“ ერქვა, მის ტეილორს თავისი დამყოლი ბუნება არ აძლევდა სიმკაცრის საშუალებას; მას მერე კი, რაც ავტორიტეტის ისედაც მკრთალი კონტურები წარსულს ჩაჰბარდა, ის და ემა ერთგული მეგობრებივით ცხოვრობდნენ და ორმხრივი გრძნობები აკავშირებდათ. ემა მის ტეილორს აზრს დიდ პატივს სცემდა, მაგრამ საკუთარ ცხოვრებას თავისი შეხედულებისამებრ განაგებდა; ყოველთვის იმას აკეთებდა, რაც მოეპრიანებოდა და მის მდგომარეობით გამოწვეული საფრთხეც სწორედ აქ იმალებოდა: მას ჰქონდა აბსოლუტური ძალაუფლება და საჭიროზე უკეთესი წარმოდგენა საკუთარ თავზე, ამიტომ მხოლოდ თავის ჭკუაზე დადიოდა. ეს არასახარბიელო გარემოება მის არაერთ ცხოვრებისეულ სიამეს ემუქრებოდა გაუფერულებით, თუმცა საფრთხე ჯერჯერობით იმდენად შეუმჩნეველი იყო, რომ ემასთვის უბედურების წყაროს ოდნავაც არ წარმოადგენდა.”


 
Image result for ნიკოლას სპარკსი - არჩევანინიკოლას სპარკსი – არჩევანი
თრევის პარკერი – წარმატებული ახალგაზრდა მამაკაცი. მას ყველაფერი აქვს – კარგი სამსახური, სახლი ოკეანის სანაპიროზე, საოცარი ხედი ფანჯრიდან. და რაც მთავარია, ერთგული მეგობრები. თრევისის ცხოვრება ერთი დიდი ატრაქციონია: გართობა, სპორტი, თევზაობა – ის, რასაც „ნამდვილი მამაკაცები“ ირჩევენ. პარკერს სიყვარულის არ სჯერა. და არც ეძებს. თუმცა, გაბი ჰოლანდთან შეხვედრის შემდეგ თრევისი საკუთარ ბედისწერას ცვლის! ექსტრემალი თრევისი და საკუთარ თავში ჩაკეტილი გაბი – ბედნიერი ქორწინება და საუცხოო ოჯახი. სიყვარული. თუმცა, პარკერი არჩევანის წინაშე აღმოჩნდება! ახლა მან ბედისწერის გამოწვევას უნდა უპასუხოს! და. თქვენ რას გაიღებდით სიყვარულისთვის?


 
 
Image result for ევას სამი ქალიშვილიევას სამი ქალიშვილი
“პერის უკვე სათვალავი აერია, უამრავ წვეულებაზე იყო ნამყოფი, სადაც კონსერვატორი მუსლიმები ლიბერალებში ირეოდნენ. ზრდილობიანად ასწევდნენ ხოლმე წყლით სავსე ჭიქებს, რათა დანარჩენებთან ერთად ეთქვათ სადღეგრძელო. ამ მხარეში რელიგია კოლაჟივით იყო. არ ეხამუშებოდათ, მთელი წლის განმავლობაში მიეღოთ ალკოჰოლი და ქადრის ღამეს მოენანიებინათ. ამ დროს, თუ გულწრფელად ნანობდი, ყველა შეცოდება მიგეტევებოდა. უამრავი ადამიანი რამადანის მარხვას არა მარტო რელიგიური მოტივით, არამედ წონაში დასაკლებადაც იცავდა. სასულიერო და საერისკაცო ერთმანეთში აზელილიყო. ჰიბრიდულ კულტურაში, რაციონალური ადამიანებიც კი აღიარებდნენ ჯინის არსებობას და ლურჯი თვალის თილისმას ინახავდნენ. მთელ ქვეყანაში აღიარებული იყო, რომ ის ქვა ბოროტი თვალისგან გიცავდა. იმავდროულად, ტელევიზორის ყურებასა და მუცლით მოცეკვავის რიტმს აყოლილი რელიგიური ხალხი ახალ წელს ტაშის კვრით ხვდებოდა. ცოტა ისეთი, ცოტა ასეთი. მუსლიმუს მოდერნუსი.”
„ევას სამი ქალიშვილი“ ავტორის მეხუთე რომანია, რომელიც ქართულად ითარგმნა. ქართველი მკითხველი შაფაქის შემდეგ ნაწარმოებებს – „სიყვარულის 40 წესი“, „ღირსება“, „რწყილების სასახლე“ და „სტამბოლელი ნაბიჭვარი“ უკვე იცნობს.

წიგნი სამ გოგონაზე მოგვითხრობს: პერი, შირინი და მონა ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული სამი მეგობარია, სამი მუსლიმი – აღმოსავლეთის შვილი. ოქსფორდის უნივერსიტეტში სწავლობენ, ევროპის ცენტრში. უყვართ, სძულთ, ერთგულებენ, განიცდიან, ბრაზობენ, ღალატობენ – ისეთი ვნებით, როგორც ეს 19-20 წლის ახალგაზრდებს სჩვევიათ… პერი, შირინი და მონა – პირველმშობელი ევას სამი ქალიშვილი, კაცობრიობის მამოძრავებელი სამი ენერგია – ელიფ შაფაქის სულ ახალ რომანში მკითხველს დაუმტკიცებენ, რომ სამყარო ისევ ეჭვზე, ცოდვასა და ღვთისმოსაობაზე დგას, როგორც ევას დროს.


 
Image result for ერიხ მარია რემარკი - სამი მეგობარიერიხ მარია რემარკი – სამი მეგობარი
ეს ნაწარმოები სწორედ მაშინ დაიწერა (1938), როდესაც მთელი მსოფლიო ჯერ კიდევ დიდი კრიზისიდან გამოსვლას ცდილობდა. ნაწარმოების გმირის, ლოკამპის, ცხოვრება ძალიან ჰგავს თავად რემარკისას, ხოლო სიუჟეტი საოცრად ეხმაურება არა მარტო ჩვენს დღევანდელობას, არამედ პასუხობს მრავალ მარადიულ კითხვას: რა არის ნამდვილი მეგობრობა? სიყვარული? ცხოვრების ალღოს უნარი? რას ნიშნავს იყო მარტოხელა? არის თუ არა ფული თავისუფლება, თავისუფლება კი _ სიცოცხლე? უნდა დამორჩილდე თუ არა ბედს? ადვილი იქნებოდა თუ არა ცხოვრება, მას თავად ადამიანი რომ არ ართულებდეს? რას ნიშნავს იყო მდიდარი? და ა.შ. ერთი სიტყვით, მოემზადეთ, განმარტოვდით, ამ წიგნით მოხვდებით ნაცნობ საზოგადოებაში და მოგეძალებათ აზროვნების სურვილი, რადგან კითხულობთ.


Image result for ერიხ მარია რემარკი - აჩრდილები სამოთხეშიერიხ მარია რემარკი – აჩრდილები სამოთხეში
“არა­ფე­რი არ არის იმის ყუ­რე­ბა­ზე დამ­ღლე­ლი, თუ რო­გორ ახ­დენს სა­კუ­თა­რი ჭკუ­ის დე­მონ­სტრი­რე­ბას ადა­მი­ა­ნი. გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, როცა მას ჭკუა არც აქვს.” – ეს კი ფრა­ზაა რე­მარ­კის კი­დევ ერთი რო­მა­ნი­სა “აჩ­რდი­ლე­ბი სა­მო­თხე­ში”,
ჟურნალისტი და მწერალი,მშვენიერი მსახიობი,გენიალური ქირურგი,წარმატებული ბიზნესი,წინააღმდეგობის მოძრაობის მონაწილე გმირი და ლეგენდა – ყველანი “ამერიკულ სამოთხეში” მოხვდნენ,გამოქცეულნი ევროპიდან,სადაც მეორე მსოფლიო ომი მძვინვარებს.ამ,ერთი შეხედვით,კეთილდღეობაში ვერ პოულობენ სულიერ სიმშვიდეს.მათ აერთიანებთ მძიმე ტვირთი:თითოეულმა დაკარგა ოჯახი,მეგობრები,საყვარელი საქმე,დაკარგა სამშობლო.და მიუხედავად წარმატებისა სიყვარულსა თუ პროფესიაში,აჩრდილებივით არსებობენ ემიგრანტები ახალ სამყაროში,ერთი იმედით.


ფრედერიკ ბეგბედერი – რომანტიკული ეგოისტი
ოსკარ დიუფრეზნი რომანტიკული ეგოისტი და მარტოსლია. ცხოვრების შუაგულში ტრიალებს, ირგვლივ უამრავი ხალხი ახვევია – ცნობილი მსახიობები, პოლიტიკოსები, მუსიკოსები, ბიზნესმენები, მწერლები, ულამაზესი ქალები…ერთმანეთს ენაცვლება კლუბები,სადაც პარიზის ლიტერატურული ბოჰემა ერთობა,მოდური კუნძულებისა და კურორტების პლაჟები თუ დისკოთეკები,მაგრამ მაინც მოწყენილია,სულიერად დაცარიელებული.მისტირის დაკარგულ სიყვარულს და ეძებს ახალს,განცდებსა და ფიქრებს კი დღიურს,უფრო სწორად,ანტიდღიურს ანდობს.


Image result for სტივენ კინგი - ისსტივენ კინგი – ის
ის – მრავალსახიანი და ერთსახიანია.ის – რეალურია და არარეალურია, და მაინც, ის არსებობს!დერი,ერთი შეხედვით,არაფრით გამორჩეული ქალაქია,თუმცა მხოლოდ ერთი შეხედვით – სინამდვილეში ის საზარლად განსხვავებულია,იქ ის ბინადრობს და მას ბავშვები ხედავენ!ის ყველგანაა და ის კოშმარად ატყდება ქალაქს,ის დაუმარცხებელია!მაგრამ ფიცითა და პირობით იკვრება შესანიშნავი ერთობა – შვიდი ბავშვი,შიშით,განცდით,გარდაუვალი უბედურების შეჩერების სურვილით დაკავშირებულნი მის პირისპირ დგებიან…საბედისწერო ბრძოლაც უნდა გაიმართოს.


Image result for ელიფ შაფაქი - სიყვარულის ორმოცი წესიელიფ შაფაქი – სიყვარულის ორმოცი წესი
თურქი მწერალი ელიფ შაფაქი დაიბადა 1971 წლის 25 ოქტომბერს, ქალაქ სტრასბურგში, დიპლომატების ოჯახში. დაამთავრა ანკარის ტექნიკური უნივერსიტეტი. ცხოვრობს ამერიკასა და თურქეთში. მშობლიური თურქულის გარდა, წერს ინგლისურად. თანამშრომლობს ამერიკულ და ევროპულ პრესასთან. მისმა რომანებმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა მთელს მსოფლიოში. რომანი „სიყვარულის ორმოცი წესი“ ინგლისურად დაწერილ მის სამ რომანთაგან ერთ-ერთია. თანამედროვე ამერიკელი ქალის ერთფეროვან ცხოვრებაში ქარიშხალივით შემოიჭრება ორი საოცარი და საოცნებო სამყარო: სიყვარული და… აღმოსავლეთი!


Image result for ხალიდ ჰოსეინი - ათასი მოელვარე მზეხალიდ ჰოსეინი – ათასი მოელვარე მზე
„ათასი მოელვარე მზე“ მსოფლიო ბესტსელერების ავტორის – ხალიდ ჰოსეინის რომანია, რომელიც მწერალმა ავღანელ ქალებს მიუძღვნა. ესაა წიგნი უფლებაწართმეული ქალების ყოველდღიურობაზე, ოჯახში ძალადობაზე, „თალიბანის“ სისასტიკეზე, ლტოლვილთა გაუსაძლის ყოფასა და ქვეყანაზე, რომელსაც გამუდმებით მტრის ბომბები აცვივა, მაგრამ შაჰრ-ე ზოჰაქის დაზიანებული კედლებივით ისევ მყარად დგას. ქალები აქ განათლებისა და თავისუფლებისაკენ ისწრაფვიან, ჩამოყრილ ჭურვებში კი ყვავილებს ახარებენ. თქვენ წინაშეა სულისშემძვრელი ამბავი ორი ქალისა, რომელიც ერთმანეთში პოულობს ძალას გადასარჩენად, იბრძვის და იმარჯვებს.


Image result for რენსომ რიგზი - მის პერეგრინის სახლი უჩვეულო ბავშვებისთვისრენსომ რიგზი – მის პერეგრინის სახლი უჩვეულო ბავშვებისთვის
გსმენიათ ამ წიგნის შესახებ? გაიცანით, ეს რენსომ რიგზის სუპერბესტსელერია, “მის პერეგრინის სახლი უჩვეულო ბავშვებისთვის” – თავბრუდამხვევი, ორიგინალური, უცნაური ისტორია ბიჭისა, რომელსაც ბაბუა ბავშვობაში საშიშ ზღაპრებს უყვებოდა. ერთ დღესაც ბიჭი გაიზარდა და ეჭვი შეეპარა, რომ უცნაურ ზღაპრებში შესაძლოა მართლაც ყოფილიყო სიმართლის მარცვლები…წიგნში გამოყენებული ყველა ფოტო ნამდვილად არსებობს, კერძო კოლექციებში ინახება და სპეციალურად ნაწარმოებისთვის თითქმის არცერთი მათგანი არ დამუშავებულა.



Image result for ბრიჯიტ ჯონსის დღიური - ჰელენ ფილდინგიბრიჯიტ ჯონსის დღიური – ჰელენ ფილდინგი
ბრიჯიტი ჭირვეულია, ბრიჯიტი მოუწესრიგებელია, ბრიჯიტი დაბნეული, გმაოდმებით უკმაყოფილოა და დაუსრულებლად წუწუნებს, არ მოსწონს თავისი სამსახური, თანამშრომლები, მეზობლები, მშობლების მეგობრები და მშობლებიც კი. მაგრამ მას, როგორც ყველა სხვას სამი სანუკვარი სიტყვის გაგონება სურს, სანაცვლლდ კი გამოდმებით სულ სხვა სამი სიტყვა ესმის: “ისევ მარტო ხარ?”; “ასე ნუ იქცევი”; “ცოლად სხვა მომყავს” და ასე დაუსრულებლად.
ბრიჯიტს მიაჩნია, რომ ყველა მისი პრობლემა მოგვარდება თუ 3 კილოს დაიკლებს, მოწევას თავს დაანებებს და თვითგანვითარებას მეტ დროს დაუთმობს. ის საკუთარ თავს პირდება, რომ სავარჯიშო დარბაზში კვირაში სამჯერ ივლის და იმედოვნებს, რომ ეს ვიზიტები მხოლოდ სენდვიჩის ყიდვით არ დასრულდება, გაიცნობს ადამიანს, რომელთანაც სრულფასოვანი ურთიერთობა ექნება და, ბოლოს და ბოლოს, ისწავლის როგორ ჩაწეროს სატელევიზიო პროგრამები ვიდეოკასეტებზე.

“როცა ვიღაც მიგატოვებს, გარდა უმისოდ დარჩენისა, გარდა იმისა, რომ თქვენი ერთად აშენებული პატა­რა სამყარო ჩამოინგრა და ყველაფერი, რასაც აკეთებ და ხედავ მის თავს გახსენებს, ყველაზე უარესი მაინც იმაზე ფიქრია, რომ გა­მოგცადეს და საბოლოოდ ადამიანმა, რომელიც გიყვარდა, ბეჭე­დი დაგარტყა: „უარყოფილია“. როგორ შეიძლება არ მიგატოვონ, თუკი ისეთივე თავდაჯერებული ხარ, როგორიც ბრიტანულ რკი­ნიგზის სადგურზე დამზადებული ვადაგასული სენდვიჩი?”


Image result for გეილ ფორმანის- თუ დავრჩებიგეილ ფორმანის- თუ დავრჩებიზოგჯერ თავად აკეთებ არჩევანს ცხოვრებაში, ზოგჯერ კი არჩევანი ჩერდება შენზე.

მია ფიქრობდა, რომ ადრე რთული არჩევანის წინაშე იდგა: დარჩენილიყო თუ არა პირველ სიყვარულთან, მუსიკასთან, და, ამის გამო, მეგობარი ბიჭი, ოჯახი და მეგობრები მიეტოვებინა?

მერე, თებერვლის ერთ დილას, მია ოჯახთან ერთად მანქანით გაემგზავრა, ავარიაში მოჰყვა და ყველაფერი შეიცვალა. ერთის გარდა ყველა არჩევანი წარსულს ჩაბარდა და მხოლოდ ეს ერთი იყო მნიშვნელოვანი.

რა მოხდება, თუ მია იცოცხლებს? თუ ეყვარება? თუ დარჩება?

ეს შესანიშნავი, ტკივილით აღსავსე, რომანტიული და ბოლოს მაინც იმედიანი რომანი სიყვარულზე, დანაკარგსა და იმ სიმამაცეზეა, რომელმაც მიას სწორი გადაწყვეტილება მიაღებინა და თანაც მაშინ, როცა ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ მის ხელში იყო.


Image result for მხევლის წიგნიმარგარეტ ეტვუდი – მხევლის წიგნი
წარმოიდგინეთ სამყარო, სადაც ქალებს ეკრძალებათ მუშაობა, საკუთრების ფლობა, სიყვარული, ოჯახის შექმნა, ქუჩაში სიარული. ეკრძალებათ, გამოიყურებოდნენ ისე, როგორც თავად სურთ, ისაუბრონ და მოიქცნენ ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლიან… სამყარო, სადაც ქალები კასტებად არიან დაყოფილნი და მხოლოდ მამაკაცების დადგენილ, მათთვის მკაცრად განსაზღვრულ ფუნქციებს ასრულებენ, ეს ყველაფერი კი ღმერთისა და რელიგიის სახელით ხდება. სწორედ ასეთი შემზარავია სამყარო ქალებისთვის, მარგარეტ ეტვუდის „მხევლის წიგნი“. „მხევლის წიგნი“ – წინასწარმეტყველებაა, მომავალი, რომელიც შესაძლოა დადგეს, თუ რელიგიურ ფანატიზმს თავიანთი ძალაუფლების განსამტკიცებლად გამოიყენებენ ძლიერნი ამა ქვეყნისანი, ხოლო რელიგიას – საშიშ იარაღად აქცევენ, იარაღად, რომელიც ჩვეულებრივ ადამიანებზეა დამიზნებული. მაგრამ, ამის გარდა, წიგნი კიდევ ერთ თავზარდამცემ სიმართლეს გვიმხელს: თუ დიდხანს დავხუჭავთ თვალს ძალადობაზე, თუ ჩავთვლით, რომ ახალ ამბებში მოსმენილი და ნანახი ყოველი შემთხვევა ჩვენ არ გვეხება, ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად გავიღვიძებთ სამყაროში, რომელიც ძალიან არ მოგვეწონება, მაგრამ უკვე აღარავინ იქნება დარჩენილი, ვისაც ჩვენი მოწონება-არმოწონება ააღელვებს.


Image result for დაფნა დიუ მორიე - რებეკადაფნა დიუ მორიე – რებეკა

ხანში შესული, ჭირვეული ამერიკელი ქალბატონის ახალგაზრდა კომპანიონი იმპოზანტურ ინგლისელ არისტოკრატს, მაქსიმილიან დე უინტერს გაიცნობს, რომელსაც იდუმალი ნაღველი სტანჯავს, ცოლად მიჰყვება და მასთან ერთად საგვარეულო მამულში, მენდერლიში გადადის საცხოვრებლად. უზარმაზარ, პირქუშ სახლში მხოლოდ ადამიანები კი არა, კედლებიც თითქოს ძველ დიასახლისს მისტირიან, მშვენიერ და დახვეწილ ქალბატონს, რებეკა დე უინტერს. მაქსიმილიანის უცნაური ქცევა და მოახლის მტრული დამოკიდებულება ახალ დიასახლისს, მეორე მისის დე უინტერს, შიშს ჰგვრის, რადგან ხვდება, რომ ეს ადამიანები გამოუცნობ ვითარებაში დაღუპული რებეკა დე უინტერის სიკვდილის საიდუმლოს მალავენ… – „რებეკა“ დაფნა დიუ მორიეს მიერ შექმნილი კლასიკური ლიტერატურის შედევრია, რომელმაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოახერხა მკითხველის გულის მოგება და ამავდროულად თავისი ავტორის სახელის უკვდავყოფა. წიგნის თაყვანისმცემლებს შორის ალფრედ ჰიჩკოკიც აღმოჩნდა, რომელმაც 1940 წელს მისი კინოადაპტაცია შექმნა. უკვე 79 წელია რაც „რებეკა“ აგრძელებს ლიტერატურულ ცხოვრებას, რადგანაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მისი გამოცემა არასოდეს შეწყვეტილა.


Image result for დენიელ კიზი - ყვევილები ელჯერნონისთვისდენიელ კიზი – ყვევილები ელჯერნონისთვისეს არის საოცრად სულისშემძვრელი, უკეთილესი, ძალიან ემოციური წიგნი ჩარლის გორდონის შესახებ.

დენიელ კიზის ლეგენდადქცეული ნაწარმოები, რომელიც აშშ-ს სკოლის სასწავლო პროგრამაშია შეტანილი. წიგნი წარმოადგენს მენტალური დარღვევის მქონე ჩარლი გორდონის დღიურს . ჩარლის ოცნებაა, კარგად კითხვა შეეძლოს და ის ამას ახერხებს კიდეც, უდიდესი ძალისხმევის ფასად.დღიურს კი იმიტომ აწარმოებს, რომ ექსპერიმენტში მონაწილეობს – სულ მალე ჩარლის თავის ტვინის ოპერაციას გაუკეთებენ, რის შემდეგაც მისი IQ მკვეთრად აღმატებული ხდება ჩვულებრივი ადამიანის აიქიუზე. ჩარლი გენიოსი ხდება, თუმცა, ვერ გაურკვევია, რომელ მდგომარეობაში უფრო ბედნიერად გრძნობდა თავს.


Image result for ლევ ტოლსტოი - ანა კარენინალევ ტოლსტოი – ანა კარენინა

ლევ ტოლსტოის რომანი, რომელზეც ავტორი 1873-1877 წლებში მუშაობდა. რომანში აღწერილია ახალგაზრდა დიდგვაროვანი ქალის ცხოვრება, რომელსაც თითქოს ყველაფერი აქვს – ჰყავს გავლენიანი ქმარი და მოსიყვარულე შვილი, მაღალ საზოგადოებაში ტრიალებს და არც თაყვანისმცემლები აკლებენ ყურადღებას. მაგრამ თავი მაინც უბედური ჰგონია, ვიდრე მის ცხოვრებაში არ გამოჩნდება ბრწყინვალე ოფიცერი.


Image result for ალექსანდრე დიუმა ქალი კამელიებითალექსანდრე დიუმა ქალი კამელიებით

რომანმა ,,ქალი კამელიებით‘‘  უკვდავყო ფრანგი დრამატურგის, პოეტისა და  მწერლის ალექსანდრე დიუმა შვილის სახელი. ნაწარმოები განსაკუთრებით საინტერესოა იმის გამო, რომ მასში აღწერილია ავტორის სასიყვარულო ისტორია. რასაკვირველია, რომანი იმდროინდელ ცნობილ კურტიზანთან მარი დიუპლესისთან უკვალოდ არ ჩაივლიდა. მან დიდი გავლენა მოახდინა დიუმა უმცროსის შემოქმედებაზე. ასე გაჩნდა ,,ქალი კამელიებით‘‘, რომელიც საფუძვლად დაედო ჯუზეპე ვერდის ცნობილ ოპერას ,, ტრავიატა‘‘. მე-19 საუკუნის პარიზი, უსასრულო მეჯლისები, წვეულებები, საუცხოო ქალები, წარმოსადეგი მამაკაცები… რის ნახვას ველით წიგნში, რომელიც კურტიზანის ცხოვრებაზეა? ნამდვილი და გულწრფელი სიყვარულის? ბედნიერი დასასრულის?არის კი ამ   სამყაროში ნამდვილი სიყვარულის ადგილი?.. მარგარიტა გოტიე პარიზის ყველაზე ლამაზი კურტიზანია, ცხოვრობს ფუფუნებაში, აქვს უძვირფასესი კაბები, შურის აღმძვრელი სამკაულები და მის საყვარლობაზე ოცნებობს პარიზელ მამაკაცთა უმრავლესობა. ერთდროულად არის მხიარულიც და სევდიანიც, ვნებიანიც და ცივიც, მორცხვიც და თავაშვებულიც, ამაყიც და მოკრძალებულიც. ისეთ ქალებს, როგორიც მარგარიტაა არ შეუძლიათ დიდი და ნამდვილი სიყვარული, ყოველ შემთხვევაში, უმეტესობას ასე სწამს, მაგრამ არა მარგარიტას! ცხოვრებამ მას სასწორის ერთ პინაზე მდიდრული ბინა, უძვირფასესი სამკაულები, ცხენები და ეტლები დაუდო, მეორეზე კი –  სიყვარული – ერთადერთი საყვარელი, რომელიც ჭეშმარიტად შეიყვარა. შეძლებს კი ელიტარული საზოგადოება კურტიზანისა და არისტოკრატის ნამდვილი სიყვარულის მიღებას? შეძლებს კი ოჯახი შეეგუოს შვილის ასეთ არჩევანს?.. თვითონ მარგარიტამ კი სიყვარულისთვის ჯერ თავისი მატერიალური კეთილდღეობა გასწირა, მერე –  სიყვარულიც და არმანს, მის მამასა და მთელ სამყაროს დაუმტკიცა, რომ ამ წრფელი გრძნობის გულით ტარება.


Image result for გოდერძი ჩოხელი -ადამიანთა სევდაგოდერძი ჩოხელი -ადამიანთა სევდა
გოდერძი ჩოხელის რომანი “ადამიანთა სევდა” სამყაროს, დედამიწას, გუდამაყარს… – ყველაფერს “დალოცვილი მწერლის” – უხილავი შემოქმედის ხელით დაწერილ დიდ წიგნად წარმოგვიდგენს. ფიქრი სიკვდილ–სიცოცხლეზე, სულის არსზე, კაცისა და უფლის, კაცისა და დედამიწის ურთიერთდამოკიდებულების პრობლემებზე ამ ნაწარმოებს განსაკუთრებულ ღირებულებას სძენს მწერლის მსოფლმხედველობის გასაცნობად.

“ადამიანთა სევდის” არსს თვითონ გვიხსნის გოდერძი ჩოხელი”

“– რა არის სიცოცლხე?

– სიცოცხლე სევდა არის, ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა.

– სიკვდილი?

– სიკვდილიც სევდა არის, ადამიანად არყოფნის სევდა.”

ვიმედოვნებთ, რომანი გულგრილს არ დატოვებს მკითხველს.


Related imageგურამ დოჩანაშვილი- სამოსელი პირველი

თანამედროვე ქართველი კლასიკოსი მწერალის გურამ დოჩანაშვილის ყველაზე ცნობილი ნაწარმოები. “სამოსელი პირველის” სიუჟეტი თავგადასავლის მაძიებელი ჭაბუკის დომენიკოს ტიპური ამბავია, რომელზეც დიდად იმოქმედა იდუმალებით მოცული კაცის – ლტოლვილის ნაამბობმა. დომენიკო ტოვებს მშობლიურ სახლ-კარს, მამას და მიდის “ლამაზ ქალაქში”. თანდათან მრავალი ადამიანთან ურთიერთობისას, იგი მიხვდება, თუ რა არის მეგობრობა, სიყვარული, სიკეთე, ბოროტება, გულწფელობა, პატიოსნება. ეს არის წიგნი სიკეთისა და ბოროტების შეცნობაზე, მას თამამად შეიძლება ვუწოდოთ “ცხოვრების წიგნი”.


Image result for სიამაყე და ცრურწმენაჯეი ოსტინი – სიამაყე და ცრურწმენა
„სიამაყე და ცრურწმენა“ ჯეინ ოსტინმა 21 წლის ასაკში დაწერა, მაგრამ გამომცემლებმა უყურადღებოდ დატოვეს ხელნაწერი. მხოლოდ 15 წლის შემდეგ, როდესაც მისი მეორე რომანი – „გრძნობა და გონება“ გამოქვეყნდა, აღიქვეს ოსტინი სერიოზულ მწერლად. რომანმა პოპულარობა მაშინვე მოიპოვა და გადამეტებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ დღემდე ასეა. განსაკუთრებით მწერლის სამშობლოში – ინგლისში ჯეინ ოსტინიც და თვით ეს რომანიც უკვე კულტად იქცა. ეს არის რომანი, რომელიც აუცილებლად უნდა ჰქონდეს წაკითხული კლასიკური ლიტერატურის ყველა მოყვარულს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *