ირინკა ესებუა

 

ჩემი ლიტერატურული აგენტი
ირინკა ესებუა

საუბრის დასაწყისშივე თქვა, რომ საკუთარ ეგოზე საუბარი გაუჭირდებოდა. მასთან საუბრისას კი მიხვდებით, რომ თქვენს წინ მხიარული, პოზიტიური და ენერგიული გოგონაა, რომელიც გიზიარებთ თავის მრავალფეროვან სამყაროს, სამყაროს, სადაც ყველაფრის მიუხედავად არასოდეს ბნელდება.
არიან ადამიანები, რომლებსაც უყურებ და რწმუნები, რომ ბედნიერება გადამდებია. ხვდები, რომ ადამიანების მიღმა, კიდევ დიდი სამყაროა, იღონდ უხილავი, სადაც ან შეაღწევ-ან ვერა. მაგრამ ისეთ ბანალური კითხვებზე, როგორებიცაა ოცნება, მიზნები და ა.შ განწირულები არიან, მათზე ბანალური პასუხები უბრალოდ ვერ გაეცემა.
მარტივი კითხვებით ვიწყებთ, სინამდვილეში, ამ კითხვებზე პასუხი ცხოვრების განმავლობაში სხვადასხვანაირი იქნება, მაგრამ მაინც ამ ეტაპზე ვინ ხარ შენ?

“ჩემი შინაგანი სამყარო მრავალფეროვანია, მაგრამ ამავე დროს, იმისგან განსხვავებული, როგორც შორიდან ჩანს. ბევრი ფიქრი მიყვარს, რაც უფრო ასაკში შევდივარ, ვაცნობიერებ, რომ ვიზრდები, მაგრამ ვდილობ, რომ რაღაცნაირად ბალანსი დავიცვა და დავრჩე მხიარულ, პოზიტიურ ირინკად, რის გამოც ადამიანებს ვუყვარვარ”

“მე პეპი ვარ, მხიარული, თავქარიანი გოგონა, რომელიც ყველაფერში პოზიტივს ხედავს”

კადრი
მახსოვს სოხუმი…სამი წლის ვიყავი, როდესაც სოხუმიდან წამოვედით, მახსოვს ბაღი … ზღვა…წამოსვლის დღე…ხმაური. მახსოვს, როგორ გადმოვედით სვანეთიდან. ისევ ხმაური… თუმცა ყოველთვის ვცდილობ ცუდი არ დავიტოვო და ვიფიქრო კარგზე.
ბავშვობასთან ბევრი კარგი და სასიამოვნო მოგონება მაკავშირებს. ეს არის დრო, სადაც დიდი სიამოვნებით დავბრუნდებოდი, ვოცნებობდი მსახიობობაზე, ეს ჩემი ყველაზე დიდი და აუხდენელი ოცნებაა. ცოცხალი, აქტიური და მოუსვენარი ვიყავი, მესამე კლასში იმდენს ვლაპარაკობდი, მასწავლებელმა სარჭი გამიკეთა ტუჩებზე, რომ გავჩუმებულიყავი. ვდგებოდი დილით რვა საათზე, ვკითხულობდი წიგნებს, ვიყავი პატარა დიასახლისი, ვეხმარებოდი დედას სადილების მომზადებაში, დედა დღესაც ოცნებობს, რომ ვიყო ისეთი როგორიც მაშინ.

მეგობრები, კლასელები, ეს ჩემი ბავშვობის განუყოფელი ნაწილია. მახსოვს, ეზოში ნაყინის გამყიდველი ყვიროდა „ ნაყინი, ნაყინი „ მაშინ 5-6 წლის ვიქნებოდი და მივბაძე, დედას და მამას ამაზე ცუდი რექცია ჰქონდათ, მითხრეს, რომ არ უნდა დავცინო და ასე არ უნდა მოვექცე ადამიანებს. ბავშობიდან ჩამინერგეს უფროსების და ზოგადად ადამიანების პატივისცემა, დღემდე მადლობელი ვარ ამისთვის. როდესაც გავიზარდე უამარავ რამეს მივხვდი და გავაცნობიერე, ვისწავლე ადამიანების დაფასება, ვცდილობ ყოველთვის დავივიწყო უარყოფითი და ყველა ადამიანში დავინახო კარგი. ვიცი, რომ ჩემს მეგობრებს ჩემს ცუდ საქციელზე არანაკლებ მწვავე რეაქცია ექნებათ ვიდრე ჩემ ოჯახის წევრებს, მათგან ვიღებ რჩევებს რომლებიც ძალიან მეხმარება.

ტელექსი
უბრალოდ მიყვარს!
მიყვარს ის რასაც ვაკეთებ, როდესაც გავდივარ შვებულებაშვი ვგრძნობ რომ ძალიან მაკლია, ეს არის ადგილი სადაც თავს კომფორტულად ვგრძნობ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი მეორე ოჯახია, ვერ ვიმუშავებ ისეთ გარემოში სადაც მბოჭავენ და თავს არაკომფორტულად ვგრძნობ.ეს ის სამყაროა, სადაც მოსვლა ყოველთვის მიხარია.

მომხმარებლები
ჩვენი ურთიერთობა არის ჯაჭვი, ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით, არასოდეს დამავიწყდება სულხან ცაგარელი, რომელმაც სტიქიის შემდეგ დამირეკა… ერთი კონკრეტული წიგნი აიტერესებდა, იგრძნო რომ ცუდად ვიყავი და გულწრფელად უნდოდა ჩემი დახმარება, ყოველთვის რეკავდა და მეკითხებოდა რამე ხომ არ მჭირდებოდა…მიყვარს ჩემი მომხმარებლები, ერთხელ ბატონ ვახტანგს პირადად მივუტანე წიგნი სახლში და კამფეტებით გამიმასპინძლდა არასოდეს დამავიწყდება.. საინტერესოა ვირტუალური ურთიერთობა, ხშირად მიფიქროა როგორ გამოიყურებიან და მომიძებნია სოციალურ ქსელში და ასე შემდეგ. განვიცდი მომხმარებლების დაკარგავს მე მათ ძალიან დიდ პატივს ვცემ და თითოეული მათგანი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *