სტაჟირება

კომპანია ტელექსი აცხადებს სტაჟირებას  ფინანსების მიმართულებით
მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის  პროგრამის სტუდენტი ან კურსთამთავრებული (ეკონომიკური ან ფინანსური მიმართულებით)
  • სასურველია საცალო გაყიდვების/მომსახურების ან საგამომცემლო სფეროში სტაჟირების ან მუშაობის გამოცდილება
  • საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე  ცოდნა (უპირატესად Excel-ის პროგრამა)
  • სასურველია 1С პროგრამით სარგებლობის/მუშაობის გამოცდილება.

ჩვენ გთავაზობთ:

  • კარიერის დაწყებისა და განვითარების შესაძლებლობას
  • მეგობრულ ატმოსფეროს
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს
  • სტაჟირების ეტაპზე შერჩეული კანდიდატები შეძლებენ სრულყოფილად გაეცნონ და შეისწავლონ 1C  -ის სასაწყობე პროგრამაში მუშაობის საბაზისო წესები, ძირითადი ოპერაციები და პროცესები, რომელიც დაკავშირებულია საცალო გაყიდვებთან;
  • სტაჟიორები ინტენსიურად იქნებიან ჩართული აღრიცხვისა და მართვის  პროცესების მხარდაჭერასთან, ესენია: საწყობის ინვენტარიზაცია – საწყობში არსებული ნაშთების, გარკვეული პერიოდის გაყიდვების, დარეგისტრირებული შეკვეთების, შესყიდვების აღრიცხვის, ფასწარმოქმნის, გაყიდვების – მომსახურებისა და პროდუქტის რელიზაციის, მარაგების აღრიცხვის, საბანკო, სალარო ოპერაციების გაცნობასა და განხორციელებაში.

რომელ უნარებს მივანიჭებთ უპირატესობას?

  • მოტივირებულობა, ენთუზიაზმი
  • სწრაფი ათვისების და ადაპტაციის უნარი
  • დისციპლინირებულობა, ორგანიზებულობა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
  • კომუნიკაციის უნარი
  • შედეგზე ორიენტირებულობა.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი:  მოქმედებს ცვლიანობის განრიგი (ორშაბათი-შაბათის ჩათვლით დღის ცვლა:  10:00 -16:00 საათი, ღამის ცვლა: 16:00 – 22:00 საათის ჩათვლით);
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ზ. ფალიაშვილის #84

როგორ ხორციელდება  შერჩევა?

კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  • რეზიუმეების (CV)  გადარჩევა
  • ტესტირება ლოგიკურ აზროვნებაში ან წერითი დავალება
  • ინდივიდუალური გასაუბრება
  • შერჩეული კანდიდატები გაივლიან სტაჟირებას და დასაქმდებიან კომპანია ტელექსში, ფინანსების განყოფილებაში.

როგორ გამოვაგზავნო რეიზუმე?

შეავსეთ ელ-აპლიკაცია ან გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე  შემდეგ ელექტრონულ მიმსამართზე: vacancy@telex.ge 2018 წლის  20 მაისის  ჩათვლით.

გთხოვთ, თემის ველში (Subject line) მიუთითოთ: სტაჟირება ფინანსურ განოფილებაში

მეტი ინფორმაციისათვის:

  • ტელექსის საკადრო პოლიტიკის შესახებ დაწვრილებით  იხილეთ ბმულზე:
  • გვესტუმრეთ http://telex.ge/
  • დაგვიმეგობდრით www.facebook.com/TELex.ge
  • დაგვიკავშირდით  215 91 91

აპლიკაციის ფორმა

შეავსე

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *