დასაქმების პოლიტიკა

გასაუბრება

შერჩევის პროცესში კანდიდატი გაივლის მინიმუმ ორ გასაუბრებას კომპანიის რამდენიმე წარმომადგენელთან.  კონკრეტული ვაკანსიის სპეციფიკიდან გამომდინარე გასაუბრების ფორმა განსხავებულია.
გასაუბრების ეტაპზე ხორციელდება შესარჩევი კანდიდატის გაცნობა, მოტივაციის, მოლოდინების   დაზუსტება. კანდიდატის ცოდნისა და გამოცდილების გაგება, პიროვნული თვისებებისა და უნარების შესაბამისობის შეფასება  კონკრეტული ვაკანსიის სავალდებულო მოთხოვნებთან, კომპანიის კორპორატიულ ღირებულებებთან.

ტესტირება

შერჩევის პროცესში კანდიდატმა ვაკანტური პოზიციიდან გამომდინარე შესაძლოა გაიაროს ერთი ან რამდენიმე ტესტირების ეტაპი. ტესტირებაზე მოწვევისას კანდიდატს მიეწოდება ინფორმაცია ტესტის თემატიკის/სტრუქტურის შესახებ, რაც მას საშუალებას აძლევს წინასწარ შეიქმნას წარმოდგენა მოსალოდნელი ტესტირების შესახებ და უკეთ წარმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები.

ტრენინგები

კანდიდატები გაივლიან ტრენინგ-პროგრამით გათვალისწინებულ მოდულებს კონკრეტული ვაკანსიის შესაბამისად.
ამ ეტაპზე ფასდება კანდიდატის სწავლების  უნარი და მზაობა ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად.

მენტორინგი/სტაჟირება

შერჩევის ბოლო ეტაპზე ხორციელდება დამწყები კოლეგისთვის გამცდილების გაზიარება, პრაქტიკული რჩევების მიცემა, მაგალითების ჩვენება რაც ეხმარება მომავალ თანამშრომლებს პრაქტიკული  უნარ-ჩვევების შეძენა, განვითარებაში, საკუთარი პოტენციალის გამოვლენასა და გუნდთან ადაპტაციაში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *