როგორ შევაყვაროთ ბავშვებს კითხვა

შეუქმენით ყველა პირობა, რომ დრომ, როცა ის მამიკოსთან ან დედიკოსთან ერთად წიგნის კითხვაში ატარებს, დადებითი ემოციები და სიხარული მოჰგვაროს. ამ შემთხვევაში ის კიდევ და კიდევ მოისურვებს და მოითხოვს წიგნის წაკითხვას.

Related imageიკითხეთ ემოციურად და გამომხატველად, ხაზგასმით წარმოთქვით, ილაპარაკეთ მაღალი და დაბალი ინტონაციებით, შეანელეთ და ააჩქარეთ საუბრის ტემპი, ეცადეთ ამ პროცესით გაართოთ ბავშვი.

აჩვენეთ პატარებს სურათები. კარგი იქნება თუ გექნებათ ერთი და იგივე გამოსახულების რამდენიმე ვარიანტი. მას შემდეგ, რაც წიგნი მობეზრდება პატარას, შეწყვიტეთ კითხვა და წიგნი მომდევნო დღისთვის გადადეთ.

0-დან 2 წლამდე ბავშვებისთვის წიგნის ხმამაღლა კითხვა, ეს არც ისეთი უმნიშვნელოა, როგორც ერთი შეხდვით ჩანს. პირველ რიგში ეს ერთგვარი კონტაქტია ბავშვთან. მეორე, თქვენი მოსმენით ბავშვი ლაპარაკს სწავლობს. ამ ასაკში განსაკუთრებით სასარგებლოა ლექსები და სიმღერების კითხვა. თოთო ბავშვიც კი აღიქვამს რიტმს და არჩევს მშობლების ინტონაციას.

Image result for baby book reading illustratorsროგორ წავუკითხოთ?

იკითხეთ ემოციურად და გამომხატველად, ხაზგასმით წარმოთქვით, ილაპარაკეთ მაღალი და დაბალი ინტონაციებით, შეანელეთ და ააჩქარეთ საუბრის ტემპი, ეცადეთ ამ პროცესით გაართოთ ბავშვი.

აჩვენეთ პატარებს სურათები. კარგი იქნება თუ გექნებათ ერთი და იგივე გამოსახულების რამდენიმე ვარიანტი. მას შემდეგ, რაც წიგნი მობეზრდება პატარას, შეწყვიტეთ კითხვა და წიგნი მომდევნო დღისთვის გადადეთ.

რა წავუკითხოთ?

მოკლე და კარგად გარითმული ლექსები ცხოველებზე, სათამაშოებზე და ჩვენს ირგვლივ მყოფ სამყაროზე.

როდესაც ბავშს 2 წელი უსრულდება, ის უკვე ხვდება სიტყვებს, რომლებსაც მოზარდები წარმოთქვამენ. ყველაფერზე რაც მის ირგვლივ ხდება ინტერსესს ავლენს და ცდილობს გაიმეორს ის, როგორც მისი მშობლები იქცევა.  ეს არის დრო უფრო სერიოზული და შინაარსიანი წიგნების კითხვისთვის.

თუ ბავშვს ზღაპრის კითხვისას ჩაეძინა, მომდევნო ჯერზე კითხვა თავიდან უნდა დაიწყოთ, ვინაიდან პატარასთვის რთულია ყველა ეპიზოდის ერთი ისტორიიდან დამახსოვრება. არ დაიზაროთ ერთი და იგივეს ბევრჯერ წაკითხვა, თუ ამას თქვენი პატარა კონსერვატორი მოითხოვს.

არ შეშინდეთ ბავშვისთვის უცხო სიტყვებით სავსე წიგნების წაკითხვით, რადგანაც ეს უცხო სიტყვათა მარაგის ზრდაში უწყობს ხელს.

Related image2-დან 4 წლამდე ასაკის ბავშვს უნდა წავუკითხოთ მოკლე ზღაპრები და მოთხრობები, სადაც მოვლენები ხდება ხაზოვნად, ერთი-მეორის მიმდევრობით,  4-12 სტრიქონიანი მოკლე ლექსები და გამოცანები.
7 წლიდან ბავშვის წიგნის კითხვის სპექტრს მშობელთან ერთად კლასის ხელმძღვანელიც აკონტროლებს. ამ ასაკისთვის დროა შევწყვიტოთ მისთვის ხმამაღლა კითხვა, გამონაკლისი შესაძლებელია მხოლოდ ძილის წინ, ისიც 10-15 წუთი, რათა კარგად დაიძნოს.  ეს უკვე ის დროა, როცა ბავშვმა თვითონ უნდა დაიწყოს კითხვა. ასწავლეთ თქვენს შვილს ლექსების ან ისტორიების წერა თავისი საყვარელი წიგნების გასაგრძელებლად.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *