დიდი მხატვრების შედევრები

თუ გიოცნებიათ მსოფლიოში აღიარებული ამ უდიდესი მხატვრების ტილოების საკუთარ კოლექციაზე, უკვე შეგიძლიათ აიხდინოთ ეს ოცნება.
ალ­ბათ, არ არ­სე­ბობს ადა­მი­ა­ნი, ვი­საც ფერ­წე­რუ­ლი ტი­ლო­ე­ბის კო­ლექ­ცი­ა­ზე ერთხელ მა­ინც არ უოც­ნე­ბია. მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ტილოები, ძირითადად, მუზეუმებში ინახება, თუმცა კერძო კოლექციებიდან აუქციონებზე ხშირად იყიდება ცნობილ მხატვართა შედევრები და მათი ფასი ასობით მილიონია. უკანასკნელ წლებში აუქციონებზე ყველაზე ძვირად გაყიდულ ტილოთა შორისაა: ლეონარდო და ვინჩის Salvator Mundi – 450 მლნ დოლარი; პოლ სეზანის “კარტის მოთამაშეები” – 250 მლნ დოლარი;
დღევანდელი ტექნოლო­გიების ეპოქაში შესაძლებელია ორიგინალთან მაქსიმალურად მიახლოებული ასლების მფლობელები გავხდეთ და ამ ფუფუნებაში მილიონების გადახდა სულაც­ არ მოგვიწევს. დაიჯერებთ, თუ გეტყვით, რომ თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი მხატ­ვრების შედევრებით შეგიძლიათ შინ მოიწყოთ მუზეუმი? ეს რეალურია! – თუ გი­ოც­ნე­ბი­ათ უდი­დე­სი მხატ­ვრე­ბის: ვან გო­გის, კლიმ­ტის, მო­ნეს ან სხვა ცნობილ მხატვართა ტი­ლო­ე­ბის კო­ლექ­ცი­აზე, აიხ­დი­ნეთ ოც­ნე­ბა­­ და მი­ი­ღეთ ორი­გი­ნალ­თან მი­ახ­ლო­ე­ბული ანა­ლოგი, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლუ­რად შექ­მნი­ლი უნი­კა­ლუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ით­ მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ტი­ლო­ზე იბეჭ­დე­ბა და გა­და­ჭი­მუ­ლია ხის ჩარ­ჩო­ზე.

 

როდისაა?” – 210 მლნ დოლარი; რემბრანდტის Maerten and Oopjen – 180 მლნ დოლარი; ამედეო მოდილიანის Nu couche – 170.4 მლნ დოლარი.


ვან გოგი
ვინსენტ ვან გოგი (1853-1890) _ შემოქმედებითი, საკაცობრიო და ცხოვრებისეული გენია. განსაკუთრებული ძალისა და ექსპრესიული ენერგიის წყალობით მის ნამუშევრებს ყველა ტიპის ადამიანის მოხიბვლა შეუძლია. ტანჯვითა და შეჭირვებით აღსავსე ხანმოკლე სიცოცხლე, სიგიჟე, რომელსაც ტრაგიკული აღსასრული მოჰყვა, დიდი ჰოლანდიელი მხატვრის ცხოვრებისეული დეკორაციაა. მან შექმნა განუმეორებელი სტილი თავის ჟანრში _ დინამიკური, ვიბრაციული და მშფოთვარე. XIX საუკუნის მიწურულს მოახერხა ავანგარდის-ტულისა და ზოგადსაკაცობრიო ცნებების შეხამება. თავისი მრავალფეროვანი პალიტრით ვან გოგმა ხელოვნების ისტორიაში სრულიად ახლებურად ასახა პეიზაჟები, პერსონაჟები და საგნები.
6

კაფეს ტერასა საღამოს ფორუმის მოედანზე

ფორმატი: 26X21
ფასი: 20
ნიდერლანდელი პოსტიმპრესიონისტი მხატვრის, ვინსენტ ვან გოგის ნახატი, შესრულებული 1888 წელს, არლში, ზეთის საღებავებით ტილოზე. ნახატი არაა ხელმოწერილი, თუმცა მხატვარი მას სამ წერილში იხსენიებს.

ამ ადგილის მნახველთ შეუძლიათ უბრალოდ დადგნენ შენობის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში და ხედს სწორედ იმ დაგილიდან შეხედონ სადაც ვინსენტ ვან გოგის მოლბერტით იჯდა. ის იყურებოდა სამხრეთით და ხატავდა ჩაბნელებულ ქუჩაზე მდგარი პოპულარული კაფის ხელოვნურად განათებულ ტერასას, ჩაბნელებული შენობების სტრუქტურას, რომლის მიღმაც ძველი ტაძრის სამრეკლო ჩანდა. მარჯვნივ მხატვარმა გამოსახა განათებული კაფე და ხის ტოტები, რომლებიც შენობის ნაწილს ფარავენ.

ნამუშევარი შენახულია კროლერ-მიულერის მუზეუმშიოტერლონიდერლანდები.

10

ვარსკვლავებიანი ღამე

ფორმატი: 41X31
ფასი: 33 ლ
შესრულებული ზეთის საღებავებით, ტილოზე, 1889 წლის ივნისში. სურათზე გამოსახულია სოფლისა და ცის ხედი მზის ამოსვლამდე, სენ-რეიმ-დე-პროვანსის თავშესაფრის აღმოსავლეთ ფანჯრიდან. ნახატი 1941 წლიდან ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ინახება. ის აღიარებულია დასავლური ხელოვნების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნახატად.

შეიძლება ამიტომაცაა, რომ სიცოცხლის უკანასკნელ წლებში, კერძოდ არლში ყოფნისას, ვან გოგი ხშირად უბრუნდებოდა ღამის თემას. არლში მან ღამის ორი შესანიშნავი პეიზაჟი დახატა: „კაფეს ტერასა საღამოს ფორუმის მოედანზე“ და „ვარსკვლავებიანი ღამე მდინარე რონაზე“. ორივე ტილო 1888 წლის სექტემბერშია შექმნილი.

ცხრა თვის შემდეგ მან კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი სურათი შექმნა. მაისი იყო და იგი უკვე ერთი თვის განმავლობაში ნებაყოფლობით მკურნალობდა სენ-რემი-დე-პროვანსისსანატორიუმში, საიდანაც ახლობლებს წერილებს სწერდა. მათ ერთმანეთს ენაცვლებოდა სიმშვიდე და თანაგრძნობა სხვა პაციენტებისადმი. იგი ისე აუღელვებლად ყვება თავისი დეპრესიის შესახებ, თითქოს ქრონიკას წერდეს, რომლის მთავარი გმირიც თითონ არ არის და ეს მით უფრო გასაკვირია, რომ იმ დროს მწვავე შეტვა ხშირად უმეორდება. სამაგიეროდ მისმა ტილოებმა ახალი თავისებურება შეიძინა, რაც მისი მდგომარეობის ლოგიკური შედეგი იყო. სწირედ ამ ახალი სტილითაა შესრულებული ნახატი „ვარსკვლავებიანი ღამე“



კლოდ-ოსკარ მონე
  იმ ფერწერული ტრანსფორმაციის მამოძრავებელი ძალაა, რომელმაც სათავე დაუდო იმპრესიონიზმს, როგორც ახალ მიმდინარეობას. რენუართან ერთად იგი ამ მიმდინარეობის წინამძღვარია. ხატავს ისე, როგორც ცხოვრობს: ვნებითა და თავგანწირვით. ცოდნისა და ექსპერიმენტის ბოლო ზღვრამდე მიყვანით მონე რეალობად აქცევს ყველაზე გაბედულ ოცნებებს. მაგალითად, ასეთია მისი სახელგანთქმული `ჟივერნის ბაღი~, სადაც ეგზოტიკური ყვავილებისა და წყლის ერთობლიობა გასაოცარ სანახაობას ქმნის, რომელსაც მხატვარი თავის უკანასკნელ ტილოებზე უკვდავყოფს. შემოქმედებითი ენერგიით ჭარბად დაჯილდოებული მონესათვის არც ერთი პროექტი არ არის ამბიციური, სწორედ ამიტომ ქმნის ისეთ შემოქმედებას, რომელმაც განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრა XX საუკუნის ხელოვნებაში.
7_3cdbb

შთაბეჭდილება. მზის ამოსვლა

ფორმატი: 41X31
ფასი: 33
საზოგადოებამ ეს ტილო „ბატინიოლის ჯგუფის“ პირველ გამოფენაზე ნახა. იმ დროის პრესა მყისიერად გამოეხმაურა მის გამოჩენას. ზოგმა კი, მაგალითად „შარივარის“ კრიტიკოსმა ლერუამ უარყოფითად შეაფასა ნახატი სტატიაში სათაურით „იმპრესიონისტების გამოფენა“. მისი აზრით, „ემბრიონის დონეზე შესრულებლი ნებისმიერი ნახატი ფურცელზე უფრო დასრულებულია ვიდრე ეს მარინისტული ტილო“. მის საპირისპიროდ ფილიპ ბერტი მადლობას უხდის კლოდ მონეს „ასეთი სწრაფლწარმავალი წუთების დაჭერისათვის“.

4_fcbcb

არჟანტეის ყაყაჩოები

ზომა: 41X31 სმ
ფასი: 33

6_7ce25 (1)

ქალი ქოლგით

ფორმატი: 22X29
ფასი: 20



ლეონარდო და ვინჩი

დასავლეთ ევროპის ხელოვნების ისტორიაში არც ერთი სხვა ხელოვანი არ განასახიერებს ისე სრულად გენიოსის ცნებას, როგორც ლეონარდო და ვინჩი (1452-1519). იმ ეპოქაში, როდესაც ღრმა და რადიკალური ცვლილებები ხდებოდა სოციალურ, პოლიტიკურ და ტექნოლოგიურ სფეროებში, ამ უნიჭიერესმა ადამიანმა, რომელსაც ცოდნის მიღების დაუოკებელი წყურვილი კლავდა, გამოიკვლია და ერთმანეთს დაუკავშირა ხელოვნება და მეცნიერება, აქამდე უცნობ საზღვრებამდე განავრცო ცოდნისა და მშვენიერების ჰორიზონტები. მას საოცარი ალღო კარნახობდა მფრინავი აპარატებისა თუ ციხესიმაგრეების პროექტების შექმნას, ადამიანის ანატომიის ზედმიწევნით შესწავლასა და ქაღალდზე გადატანას. ლეონარდო და ვინჩიმ ახალი გზები გაკვალა ხელოვნებაში და ყველა დროის უშესანიშნავესი ფერწერული ნამუშევრები შექმნა.
1

საიდუმლო სერობა

ფორმატი: 46X25
ფასი: 33 ლ
მისი შექმნის ისტორია ერთობ საინტერესოა. ცნობილია, რომ „საიდუმლო სერობის“ შექმნის დროს ლეონარდო და ვინჩი უდიდესი პრობლემის წინაშე დადგა: მას უნდა განესახიერებინა სიკეთე იესოს სახით და ბოროტება — იუდას სახით. ლეონარდომ ხატვა შეწყვიტა და მხოლოდ მას შემდეგ განაგრძო, როდესაც იდეალურ მოდელებს მიაგნო, მაგრამ, მისდა გასაკვირად, ისინი ერთი და იგივე ადამიანი აღმოჩნდა.
ერთხელ ლეონარდო მომღერლების გუნდის გამოსვლას ესწრებოდა და ერთ-ერთ მომღერალში ქრისტეს ნათელი, სრულყოფილი სახე დაინახა. მუსიკოსს მან თავისი აზრები გაანდო და ისიც სიამოვნებით დასთანხმდა ქრისტეს სახის განსახიერებაზე. მხატვარმა იგი თავის სახელოსნოში მიიწვია და რამდენიმე ჩანახატი გააკეთა. სამ წელიწადში და ვინჩიმ ტილო თითქმის დაასრულა, მაგრამ ახლა სხვა პრობლებმის წინაშე დადგა: ვერაფრით მიეგნო ისეთი ადამიანის სახისთვის, რომელიც იუდას დასახატავად გამოდგებოდა. არადა, ფრესკის დამკვეთი ლოდოვიკო სფორცა აჩქარებდა.

5

ქალი ყარყუმით

ფორმატი: 26X21
ფასი: 20 
1485 წელს შესრულებული, ლეონარდო და ვინჩის ნახატი. ნახატზე გამოსახულია ჩეჩილია გალერანი, მილანის ჰერცოგის ლოდოვიკო სფორცას მატრესა ყარყუმით ხელში.

მიუხედავად დაზიანებისა – უკანა ფონზე კარები გადახატულია, ქალის თითები წაშლილი და ვუალი მოდელის თავზე გადაკეკტებულია ექსტრავაგანტულ ვარცხნილობად – სურათი ერთ-ერთი საუკეთესოდ შემონახულთაგანია ლეონარდოს ნახატებიდან.

7

მონა ლიზა

ფორმატი: 41X32
ფასი: 33
მონა ლიზა
 (აგრეთვე ცნობილი როგორც ჯოკონდა) — რომელიც შექმნილია დაახლოებით 1503 წელს. იგი მსოფლიოში ხელოვნების დარგში ყველაზე ცნობად ნამუშევარს წარმოადგენს. მიეკუთვნება აღორძინების პერიოდს. ის ასევე გინესის რეკორდის მფლობელია, როგორც ყველაზე ძვირად დაზღვეული ხელოვნების ნიმუში, რომლიც 1962 წელს 100 მილიონ დოლარად დააზღვიეს, ხოლო 2017 წელს დაზღვევის ღირებულებამ დაახლოებით 800 მილიონ დოლარს მიაღწია.



სალვადორ დალის
 , ესპანელ ფერმწერს, გრაფიკოსს, მოქანდაკეს, რეჟისორსა და მწერალს, სიურრეალიზმის გენიას უწოდებენ. მრავალმხრივი ნიჭის მქონე შემოქმედმა დიდი გავლენა მოახდინა მსოფლიო კულტურასა და ხელოვნებაზე. რასაც უნდა მისწვდენოდა ოსტატის ხელი, უცილობლად შედევრი იბადებოდა, _ იქნებოდა ფოტოგრაფია, კინემატოგრაფი, მულტიპლიკაცია, ლიტერატურა თუ რეკლამა. კატალონიელ მხატვარს ევიწროებოდა თავისი დროება: საოცარი გონებისა და წარმოსახვის წყალობით ის საგანთა და თვით სამყაროს არსს ჩასწვდა, დაუფარავად აშიშვლებდა საკუთარ მსოფლმხედველობას და ქმნიდა სიურრეალისტურ სურათებს, სავსეს წინააღმდეგობრივი სახეებით. გასულმა საუკუნემ მსოფლიოს არაერთი გენიოსი აჩუქა და მათ შორის სალვადორ დალი ერთ-ერთი გამორჩეული ხელოვანია.
gh,

ფანჯარასთან მდგარი გოგონა

ფორმატი: 22X29
ფასი: 20
1925 წლით თარიღდება დალის ეს შესანიშნავი ნამუშევარი, რომელიც გამოფენილია დედოფალ სოფიას ხელოვნების მუზეუმში, მადრიდში. ნახატი ითვლება დალის ყველაზე სრულყოფილ ნამუშევრად, რომელიც მან მისი სამეფო სამხატვრო აკადემიაში სწავლის ყოფნის დროს შექმნა, საიდანაც იგი მოგვიანებით გარიცხეს კიდევაც.

-_3107a

სფეროების გალატეა

ფორმატი:
ფასი: 33 

-

ბროწეულის ირგვლივ ფუტკრის ფრენით

ფორმატი: 22X29
ფასი: 20 ლ

-_67c1c

მეხსიერების მდგრადობა

ფორმატი: 31X41
ფასი: 33
დალის ყველაზე ცნობილი ნახატი, “ მეხსიერების მდგრადობა უამრავ სიმბოლოს იტევს. მასზე გამოსახული რბილი საათები დროის არაწრფივობის მანიშნებელია და ფარდობითობის თეორიას შეგვახსენებს. ამაზე ავტორს ხშირად ეკითხებოდნენ, იყო თუ არა მისი ინსპირაცია აინშტაინის კვლევები. დალი კი დამაჯერებლად პასუხობდა, რომ კავშირი სივრცესა და დროს შორის კარგა ხნის წინ აღმოაჩინა, ასე რომ ხატვის დროს

აინშტაინზე ფიქრი არ სჭირდებოდა, თუმცა დასძენდა იმასაც, რომ ნახატზე მუშაობის დროს მას ჰერაკლიტეს შეგონებანი ახსენდებოდა ( ამ ფილოსოფოსს მიაჩნდა, რომ დრო აზრის დინებით იზომება) და სწორედ ამიტომ დაარქვა ნახატს ეს სახელი.
კიდევ ერთი დეტალი, მყარი საათი ობიექტური დროის სიმბოლოდ ითვლება. მკვლევრები , ასევე, ყურადღებას ამახვილებენ ჭანჭველებსა და ბუზზე. პირველი მათგანი ხრწნის მანიშნებელი უნდა იყოს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *