მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტი

კომპანია ტელექსი აცხადებს ვაკანსიას  მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტის პოზიციაზე.

 

ჩვენ ვეძებთ:

  • ბაკალავრიატის ნებისმიერი პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტს ან კურსთამთავრებულს
  • სასურველია გაყიდვების ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება
  • საოფისე პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • კომპანიის არსებულ მომხმარებლებთან სატელეფონო ზარების განხორციელება
  • კომპანიის მომსაუხრების/პროდუქტის გაცნობა, შეთავაზება
  • მომხმარებლთა საჭიროებების, ინტერესების დადგენა/დაზუსტება
  • მომხმარებელთა ინფორმირება ფასდაკლების, აქციებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ
  • მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და  ლოიალურობის შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა
  • გაყიდვების გეგმის შესრულება.

 

გთავაზობთ:

  • ტრენინგებს
  • საოფისე სამუშაოს
  • ზრდად ანაზღაურებას
  • სამოტივაციო სქემებს
  • კარიერის დაწყების და  განვითარების შესაძლებლობას
  • მეგობრულ ატმოსფეროს
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს.

სამუშაო პირობები:

  • არასრული სამუშაო გრაფიკი (მოქმედებს ცვლიანობის განრიგი. სამუშაო საათები: 10:00 – 16:00; 16:00 – 22:00, კვირაში 6 დღე, 3 დღე დილის ცვლა, 3 დღე საღამოს ცვლა)
  • შრომის ანაზღაურების პირობა შედგება ფიქსირებული ხელფასისა და ყოველთვიური საბონუსე სქემისგან. 750-დან 1500 ლარამდე.
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ზ. ფალიაშვილის ქუჩა # 86

 

როგორ ხორციელდება  შერჩევა?

  • CV/რეზიუმეების  გადარჩევა
  • სატელეფონო გასაუბრება  და პირისპირ გასაუბრება
  • შერჩეული კანდიდატები გაივლიან ტრენინგებს, ჩაერთვებიან მენტორინგის პროგრამაში.

 

შემოგვიერთდი!

 

გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე  შემდეგ ელექტრონულ მიმსამართზე:  jobs@telex.ge  2019 წლის  30 ივნისის  ჩათვლით.

ან შეავსეთ ელ. აპლიკაცა :

https://forms.gle/D8gFoVyHKZGuup8n9

 

 

გთხოვთ, თემის ველში აუცილებლად (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება:  მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტი.

 

მეტი ინფორმაციისათვის:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *