როგორ შევაყვაროთ ბავშვებს კითხვა

 

შეუქმენით ყველა პირობა, რომ დრომ, როცა ის მამიკოსთან ან დედიკოსთან ერთად წიგნის კითხვაში ატარებს, დადებითი ემოციები და სიხარული მოჰგვაროს. ამ შემთხვევაში ის კიდევ და კიდევ მოისურვებს და მოითხოვს წიგნის წაკითხვას.

იკითხეთ ემოციურად და გამომხატველად, ხაზგასმით წარმოთქვით, ილაპარაკეთ მაღალი და დაბალი ინტონაციებით, შეანელეთ და ააჩქარეთ საუბრის ტემპი, ეცადეთ ამ პროცესით გაართოთ ბავშვი.

აჩვენეთ პატარებს სურათები. კარგი იქნება თუ გექნებათ ერთი და იგივე გამოსახულების რამდენიმე ვარიანტი. მას შემდეგ, რაც წიგნი მობეზრდება პატარას, შეწყვიტეთ კითხვა და წიგნი მომდევნო დღისთვის გადადეთ.

Related image

Golden Domes and Silver Lanterns0-დან 2 წლამდე ბავშვებისთვის წიგნის ხმამაღლა კითხვა, ეს არც ისეთი უმნიშვნელოა, როგორც ერთი შეხდვით ჩანს. პირველ რიგში ეს ერთგვარი კონტაქტია ბავშვთან. მეორე, თქვენი მოსმენით ბავშვი ლაპარაკს სწავლობს. ამ ასაკში განსაკუთრებით სასარგებლოა ლექსები და სიმღერების კითხვა. თოთო ბავშვიც კი აღიქვამს რიტმს და არჩევს მშობლების ინტონაციას.

იკითხეთ ემოციურად და გამომხატველად, ხაზგასმით წარმოთქვით, ილაპარაკეთ მაღალი და დაბალი ინტონაციებით, შეანელეთ და ააჩქარეთ საუბრის ტემპი, ეცადეთ ამ პროცესით გაართოთ ბავშვი.

აჩვენეთ პატარებს სურათები. კარგი იქნება თუ გექნებათ ერთი და იგივე გამოსახულების რამდენიმე ვარიანტი. მას შემდეგ, რაც წიგნი მობეზრდება პატარას, შეწყვიტეთ კითხვა და წიგნი მომდევნო დღისთვის გადადეთ.
Round is a Mooncake by Roseanne Thong, illustrated by Grace Lin

რა წავუკითხოთ?

მოკლე და კარგად გარითმული ლექსები ცხოველებზე, სათამაშოებზე და ჩვენს ირგვლივ მყოფ სამყაროზე.

როდესაც ბავშს 2 წელი უსრულდება, ის უკვე ხვდება სიტყვებს, რომლებსაც მოზარდები წარმოთქვამენ. ყველაფერზე რაც მის ირგვლივ ხდება ინტერსესს ავლენს და ცდილობს გაიმეორს ის, როგორც მისი მშობლები იქცევა. ეს არის დრო უფრო სერიოზული და შინაარსიანი წიგნების კითხვისთვის.

თუ ბავშვს ზღაპრის კითხვისას ჩაეძინა, მომდევნო ჯერზე კითხვა თავიდან უნდა დაიწყოთ, ვინაიდან პატარასთვის რთულია ყველა ეპიზოდის ერთი ისტორიიდან დამახსოვრება. არ დაიზაროთ ერთი და იგივეს ბევრჯერ წაკითხვა, თუ ამას თქვენი პატარა კონსერვატორი მოითხოვს.

არ შეშინდეთ ბავშვისთვის უცხო სიტყვებით სავსე წიგნების წაკითხვით, რადგანაც ეს უცხო სიტყვათა მარაგის ზრდაში უწყობს ხელს.

Related image

 

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *