ზიჩის სამყარო

მიხაი ზიჩი იყო უნგრელი მხატვარი (1827-1906), რომელმაც შექმნა ვეფხისტყაოსნის ცნობილი ილუსტრაციები. სანამ „ვეფხისტყაოსანზე მუშაობას დაიწყებდა, მიხაი ზიჩი საქართველოს ბუნებას და უბრალო ადამიანების ცხოვრებას ეცნობოდა. პოემის სულისკვეთებას რომ ჩასწვდომოდა, მხატვარმა ტექსტიდან იმ ადგილების ფრანგულად თარგმნა მოითხოვა, რომელთა ილუსტრირებაც უნდა მოეხდინა. მან თავის ნახატებში გამოიყენა სხვადასხვა ქართველი მსახიობი, პოეტი თუ უბრალოდ თავადიშვილი, რომლებიც მისი აზრით შეეფერებოდა ამა თუ იმ მთავარ გმირს ვეფხისტყაოსნისა. ამ სტატიაში კი სწორედ ამ პროტოტიპებს შემოგთავაზებთ

„გიგზავნით არა თორმეტ, არამედ ოცდათოთხმეტ ესკიზს ასარჩევად. აღნიშნეთ, რაც აღსანიშნია, დანომრეთ და სასწრაფოდ უკან გამომიგზავნეთ, რომ ამ სამუშაოს სწრაფად დამთავრება შევძლო. მოხარული ვიქნები, თქვენს იმედებს თუ გავამართლებ“, – წერდა პეტერბურგიდან ზიჩი გამომცემლებს.

 
თბილისში მეორედ ჩამოსვლისას, მიხაი ზიჩმა „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციების ალბომი საქართველოს საჩუქრად გადასცა და ასეთი წარწერა გაუკეთა: „ქართველ ხალხს ჩემი სიმპათიისა და გულითადი ერთგულების ნიშნად. ზიჩი. ს. პეტერბურგი. 1889 წლის 10 მარტი“.

„ცალკეულ სურათებს შორის, სცენაზე რამდენჯერმე მიმიწვიეს. ტაშის ხმა არ წყდებოდა… ხელი მომკიდეს, სცენიდან აღარ მიშვებდნენ, თავბრუ დამეხვა. თავადებიდან როცა გამოვიქეცი, ქალბატონებთან შევედი, მაგრამ აქაც მომნახეს და კვლავ მაყურებელთან გამიყვანეს, რომელიც ტაშს აღფრთოვანებით უკრავდა და დარბაზს გამაყრუებელი შეძახილებით ავსებდა. გვერდით მდგარ ყველა შესანიშნავ ქალბატონს ხელები სათითაოდ დავუკოცნე; ყველას დავკოცნიდი, რომ მისალმებებისთვის დრო არ დამეკარგა.
ხალხის მასა თეატრის შესასვლელთანაც მელოდა. მე ქურდების ცნობილი მეთოდით ვისარგებლე და სხვებივით თავად დავიწყე ყვირილი – „ბრავო, ზიჩი“… ქალბატონმა ბარათოვამ, რომელიც ამ ცოცხალი სურათების დადგმის ინიციატორი იყო, ძვირფასი ფოლადის ხანჯალი მაჩუქა წარწერით და ვერცხლის სახელურით. ეს ლეკური ნაკეთობაა. ვინც მათ (ქართველები მყავს მხედველობაში) სამსახურს გაუწევს, მზად არიან, ამისთვის, რაც შეუძლიათ, გადაუხადონ. თანაც ისინი ამას წარმოუდგენლად ნაზი, მეგობრული გრძნობით აკეთებენ. ერთი სიტყვით, საუცხოო ხალხია ქართველები“. მიხაი ზიჩი.

დესპინე ფაღავა – ნესტან-დარეჯანის პროტოტიპი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *