ელიფ შაფაქის წინააღმდეგ საქმე აღიძრა

Image result for elif shafakთურქეთმა მწერალ, ელიფ შაფაქის მიმართ გამოძიება დაიწყო. პროკურატურა მწერლის ნაწარმოებებში ბავშვების შევიწროებისა და სექსუალური ძალადობის თემატიკას ეძებს.

ბრალდების მიხედვით, მრავალი ჯილდოს მქონე მწერალს პატიმრობა ემუქრება.

გამოძიების დაწყების საფუძველი სოციალურ ქსელ “ტვიტერის“ პოსტი გახდა, სადაც მწერალი ბავშვების მიმართ სექსუალურ ძალადობაზე წერდა, შემდეგ კი პროკურატურამ მისი წიგნების შესწავლა დაიწყო, მათში ბავშვთა ძალადობის ფაქტების აღმოჩენის მიზნით.

“ტვიტერზე” ელიფ შაფაქმა თურქი მწერლის, აბდულა შევკის რომანის პირველი გვერდი გააზიარა, რაც მის მიმართ ბრალდებების საფუძვლად იქცა.

თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა აღნიშნულ პოსტზე საჩივარი შეადგინა. თურქეთის ერთ-ერთმა ასოციაციამ კი მთავრობას წიგნის აკრძალვა, ასევე მწერლის და გამომცემლის დასჯა მოსთხოვა. შედეგად შევკიც და გამომცემელიც დააპატიმრეს.

აღნიშნული წიგნის შესახებ ინფორმაცია სხვა თურქმა მწერლებმაც გააზიარეს, რის გამოც მათ მსგავსი ბრალდება წაუყენეს.
შაფაქის თქმით, მან ბოლო ორი დღის განმავლობაში ბევრი დამამცირებელი შეტყობინება მიიღო ხალხისგან, თუმცა მწერალი

“გამოძიება აპირებს შეისწავლოს მთელი თურქული ლიტერატურა, ისინი მათში ბავშვზე ძალადობის ფაქტებს ეძებენ, ირონიაა ეს ყველფერი იმ ფონზე, როდესაც ჩვენს ქვეყანაში უამრავი ფაქტია ქალსა და ბავშვების ძალადობაზე, თუმცა თურქული კანონები არ იცვლება, ისინი არაფერს აკეთებენ მათ აღმოსაფხვრელად, ასე რომ მწერლების დევნას ჯობია ჯერ ეს პრობლემები მოაგვარონ“ , – ამბობს ელიფ შაფაქი.

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *