დიდი ენციკლოპედია – დედამიწა

აღმოაჩინე დედამიწა

wignidedamiwa

დაბადება, ხმელეთი, ჰაერი, წყალი, ადამიანი – ეს “დიდი ენციკლოპედია – “დედამიწის” 5 ტომია. სერია ყველა იმ ფუნდამენტური საკითხის ერთობლიობაა, რომლითაც ცოცხლობს ჩვენი პლანეტა დაბადებიდან დღემდე. ენციკლოპედია თემების მიხედვით 5 წიგნად არის დაყოფილი და თითოეულზე სიღრმისეულ ანალიზსა და ამომწურავ ინფორმაციას გვთავაზობს.
“იყო დრო, როდესაც დედამიწა სამყაროსა და, საზოგადოდ, ყველაფრის ცენტრად განიხილებოდა. ახალმა კვლევებმა და აღმოჩენებმა წარმოდგენები შეცვალა – ახლა ჩვენი პლანეტა მატერიის პაწაწინა ფრაგმენტად განიხილება. შესაბამისად, ისედაც უკიდეგანო და უსასრულო სამყაროს “საზღვრები” კიდევ უფრო “გაფართოვდა. სად არის დედამიწის ადგილი ამ უსასრულობაში? სამყაროს
გაფართოებამ ხომ არ დაჩრდილა მისი უნიკალურობა? რა შეიცვალა მასზე “დაბადებიდან” დღემდე? როგორია მისი მომავალი და ამ მომავლის განსაზღვრაში ჩვენი – ადამიანების როლი და პასუხისმგებლობები? – ამ და სხვა კითხვებზე პასუხს სერია “დიდი ენციკლოპედია – დედამიწა” გაგცემთ,  ამ შესანიშნავად ილუსტრირებული 5 წიგნით, ნამდვილად საუკეთესო კოლექციას შექმნით,”
წიგნებში ნახავთ: ათასობით შთამბეჭდავ ილუსტრაციას, დედამიწის ულამაზესი ლანდშაფტის ფოტოებს, რუკებსა და დიაგრამებს, გრაფიკულ ინფორმაციას ჩვენი პლანეტის შესახებ

“მკითხველს მასზე მეცნიერულად შესწავლილ, დასაბუთებული ფაქტებით მონათხრობს ვთავაზობთ. თუმცა ყველაფერი თავიდანვე საკმაოდ რთულად წარიმართა: იმას, რაც გეოლოგიური წელთაღრიცხვის დასაწყისში არსებობდა, ძნელად თუ ვუწოდებთ ხმელეთს – ის უფრო გავარვარებული მაგმური მასა იყო, რომელიც დროთა განმავლობაში გაგრილების შემდეგ თანდათან გადაიქცა მყარ ქანად. მოკლედ, ეს რთული პროცესია და ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გაიაროს მკითხველმა თითოეული ეტაპი, ვიდრე დღევანდლამდე, ანუ გაიგოს, როგორ ყალიბდებოდა და როგორია ახლა დედამიწის ზედაპირი თუ წიაღი. აი, წიაღი კი მართლაც რომ მრავალფეროვანი და მეტად საინტერესოა. ერთი მხრივ, ხმელეთი ოდინდელ, ლამის დედამიწის ასაკის ქანებს, მინერალებსა თუ წიაღისეულს ინახავს და მეორე მხრივ, „შეძენილ“ – ათასწლეულთა განმავლობაში დაგროვილ თუ დამარხულ „ფაქტებს“ ფარავს. თითოეულის „გამომზეურება“, ამ შემთხვევაში მკითხველამდე ნაბეჭდი ფორმით მიტანა, ერთგვარ წარმატებულ მცდელობად შეიძლება განვიხილოთ, რადგან ოდითგანვე ასე იყო, ადამიანს ყოველთვის აინტერესებდა მისი თვალისგან დაფარული, ხოლო თუ ეს დაფარული ძალიან სიღრმისეული და ხშირად მიუწვდომელია, ინტერესი ორმაგად იზრდება. მოკლედ, ეს ტომი უამრავ საინტერესოს ჰპირდება მკითხველს: ქანები და მინერალები, ნიადაგის თავისებურებები, ლანდშაფტები და ბიომები მის თვალწინ გადაიშლება. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ენციკლოპედია მაღალი ხარისხისა და ღრმა შინაარსის ვიზუალური მასალითაც გამოირჩევა, მკითხველს მართლაც საინტერესო „სანახაობა“ და შემეცნებითი საკითხავი ელის”.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *