დაუვიწყარი ზაფხული ნიკოლას სპარქსისაგან

ზაფხული დადგა და ეს სწორედ ის დროა, როდესაცუფრო მეტი თავისუფალი დრო გვაქვს. არაფერი სჯობს ბუნებას, ჰამაკს, ცივ ყავას ან წვენს და ამაღელველებელ წიგნს.
თუ თქვენ მსუბუქი, სასიამოვნო რომანების ძიებაში ხარ ნიკოლას სპარქსის top ხუთი რომანი თქვენი ზაფხულის გასაფერადებლად ულამაზეს სასაჩუქრე შეფუთვაში უკვე მზადაა. წიგნების კითხვის შემდეგ კი შეგიძლიათ ჩაუჯდეთ არაჩვეულებრივ ეკრანიზაციებს, რომელიც წიგნებზე არანაკლებ ამაღელვებელი და საინტერესოა.
ვინ არის ნიკოლას სპარქსი?
გინდათ თქვათ რომ არ გინახავთ ან არ წაგიკითხავთ უბის წიგნაკი?
Related image
ნიკოლას სპარქსი (ინგლ. Nicholas Sparks; დ. 1965 წლის 31 დეკემბერი) — ამერიკელი რომანების ავტორი და სცენარისტი. გამოცემული აქვს 17 რომანი. აქედან რვა ეკრანიზაციების სახით გამოვიდა, მათ შორის – „გზავნილი ბოთლში“, „იჩქარე შეიყვარო“, „უბის წიგნაკი“, „ღამეები როდანთში“, „ძვირფასო ჯონ“, „უკანასკნელი სიმღერა“, „იღბლიანი“ და ბოლო დროის ეკრანიზაცია, „მშვიდი ნავსადგური“.

დავიწყოთ
ამ ყუთში მოთავსებულია 5 რომანი

არჩევანი
თრევის პარკერი – წარმატებული ახალგაზრდა მამაკაცი. მას ყველაფერი აქვს – კარგი სამსახური, სახლი ოკეანის სანაპიროზე, საოცარი ხედი ფანჯრიდან. და რაც მთავარია, ერთგული მეგობრები. თრევისის ცხოვრება ერთი დიდი ატრაქციონია: გართობა, სპორტი, თევზაობა – ის, რასაც „ნამდვილი მამაკაცები“ ირჩევენ. პარკერს სიყვარულის არ სჯერა. და არც ეძებს. თუმცა, გაბი ჰოლანდთან შეხვედრის შემდეგ თრევისი საკუთარ ბედისწერას ცვლის! ექსტრემალი თრევისი და საკუთარ თავში ჩაკეტილი გაბი – ბედნიერი ქორწინება და საუცხოო ოჯახი. სიყვარული. თუმცა, პარკერი არჩევანის წინაშე აღმოჩნდება! ახლა მან ბედისწერის გამოწვევას უნდა უპასუხოს! და. თქვენ რას გაიღებდით სიყვარულისთვის?

ჩემი საუკეთესო ნაწილი
ამანდა კოლიერსა და დოუსონ ქოულს ერთმანეთი უსაზღვროდ უყვარდათ. ქალ-ვაჟი სხვადასხვა სამყაროს ეკუთვნოდა და მათი სიყვარული პატარა დაბა ორიენტალის ტრადიციებისთვის ნამდვილი გამოწვევა გახდა. სწორედ ამან დააშორა წყვილი.. და აი, 25 წლის შემდეგ, ამანდა და დოუსონი ორიენტალში ჩავიდნენ, რათა თავიანთი უფროსი მეგობრის, ტაკ ჰოსტეტლერის, დაკრძალვას დასწრებოდნენ. ვერც ერთმა ვერ შეძლო ისეთი ცხოვრების აწყობა, როგორზეც ოცნებობდნენ.. პირველი სიყვარულის დავიწყება შეუძლებელი აღმოჩნდა.
გრძელი გზა
აირა ლევინსონს ია-ვარდით მოფენილი ცხოვრება არ ჰქონდა, მაგრამ… მაინც ბედნიერი იყო, რადგან თავდავიწყებით უყვარდა თავისი მეუღლე რუთი. ამიტომ სიკვდილ-სიცოცხლის გასაყარზე მოხუცი იხსენებს მასთან ერთად გავლილ ცხოვრების გრძელ გზას, რომელმაც უდიდესი სიხარული მოუტანა. თითქოს რა კავშირი უნდა ჰქონდეს რუთისა და აირას ცხოვრებას ერთი სტუდენტი გოგონასა და კოვბოის სიყვარულთან, მათ ხომ ათწლეულები ყოფს ერთმანეთისგან – სხვა დროება მოვიდა, ახალგაზრდებს სხვა ღირებულებები აქვთ ,სხვა ცხოვრების წესი… მაგრამ ერთ დღესაც ორი წყვილის ცხოვრება უცნაურად გადაკვეთს ერთმანეთს… „ნიკოლას სპარქსმა კარგად იცის, როგორ უნდა მკითხველის გულის სიმების ახმიანება… მისთვის ჩვეული სინაზით აღგვიწერს მთავარი გმირების თავგადასავალს, მათ ხვედრს და კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ჭეშმარიტ სიყვარულს დრო ვერაფერს აკლებს“.

უსაფრთხო თავშესაფარი
ერინი ქმრის ძალადობას გაექცა და პატარა სამხრეთულ ქალაქს შეაფარა თავი… ახლა მას სახელიც სხვა აქვს – ქეთი. გველის ტყავივით გამოიცვალა სახელი და გარეგნობაც, ცდილობს, წარსული წარსულსვე ჩააბაროს და დღევანდელი დღით და უკეთესი მომავლის იმედით იცხოვროს. თითქოს ამ ცხელ ქალაქში პოვა უსაფრთხო თავშესაფერი, სიყვარულიც, მაგრამ…მოძალადე ქმარს არ სურს წარსულის დავიწყება… მისი დავიწყება… მას ძველებურად უყვარს შინიდან გაქცეული ცოლი, მაგრამ სძულს კიდე…სიყვარული და სიძულვილი მიერეკება ქალაქიდან ქალაქში მის საპოვნელად, რომ დაიბრუნოს…თუ მოკლას?!
„სიუჟეტი ლამაზად ვითარდება და ყოველი ფურცელი მომდევნოს წაკითხვის სურვილს აღძრავს, სანამ კვანძი არ გაიხსნება.ეს სპარქსის საყვარელი სტილია – ადამიანური სისუსტეები და ემოციათა ძალა. იდეალური საზაფხულო რომანია“

მხოლოდ ჩვენ ორნი
რასელ გრინს თავი უბედნიერესი კაცი ეგონა – ჰყავდა საყვარელი ოჯახი, ჰქონდა საყვარელი საქმე. მყუდრო სახლი… მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ცხოვრება ქვიშის კოშკივით დაეშალა. ახლა ის მარტოხელა მამაა და ცდილობს, ბიზნესი ნულიდან დაიწყოს. ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ თავისი პატარა გოგონა დაიცვას მათ ცხოვრებაში წამოჭრილი სერიოზული ცვლილებების გავლენისაგან… მაგრამ გადის ხანი და ხვდება ქალს, რომელსაც შეუძლია ისეთი სიყვარული აჩუქოს, როგორზეც ვერც კი იოცნებებდა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *