გურიელი რუსთაველის ქვეყნიდან

გურიელი - Gurieli-ს ფოტო.საკოლექციო გამოშვება „გურიელი რუსთაველის ქვეყნიდან“ მოიცავს ჩაის ცხრა სახეობას. მომხმარებლისათვის უკვე კარგად ნაცნობ ტრადიციულ შავ და ტრადიციულ მწვანე ჩაის, ერლ გრეის, აყვავებულ ჟასმინს, ალპურ კენკრას და ველურ პიტნას, დაემატა სამი ახალი სახეობა: მინდვრის გვირილა, თოვლის ვარდი და მესხური ჭინჭარი, რომელიც „გურიელი“-ს გამოცდილი სპეციალისტების მიერ შეიქმნა.

ქართული ვერსიის თითოეული სახეობის ჩაის შეფუთვა დამშვენებულია ისეთი ცნობილი მხატვრების ნამუშევრებით როგორებიც არიან: პეტრე ოცხელი, ფიროსმანი, მიხაი ზიჩი, გიორგი ერისთავი, მიხეილ ჩიქოვანი, გრიგორი გაგარინი, ბორის იოჰანსენი. ერთ-ერთი სახეობა გაფორმდა ცნობილი კინორეჟისორის მიხეილ ჭიაურელის მიერ დახატული შოთა რუსთაველით. გამოყენებულია კვრის მონასტრის ცნობილი ფრესკა, რომელიც ხელოვნების სასახლის დირექტორის გიორგი კალანდიას მიერ არის გადაღებული.
ინგლისური ვერსია მთლიანად გაფორმდა მიხაი ზიჩის მიერ „ვეფხისტყაოსნისათვის“ შექმნილი ცნობილი რეპოროდუქციებით.

ხელოვნების სასახლესა და ჩაის ქართული ბრენდის „გურიელი“-ს მიერ, მსგავსი სახის პროექტი პირველად ხორციელდება და საყურადღებოა, რომ ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციასთან, ქართული წარმოების საექსპორტო პოტენციალის მხარდაჭერასთან ერთად, პროექტის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ხელოვნების სასახლის, როგორც სახელმწიფო კულტურული ინსტიტუტის დახმარება. სწორედ ამიტომ, საკოლექციო გამოშვების „გურიელი რუსთაველის ქვეყნიდან“ ჩაის სახეობების რეალიზაციიდან შემოსული თანხის გარკვეული ნაწილი ხელოვნების სასახლეს ქველმოქმედების სახით ჩაერიცხება.
წყარო: გურიელი – Gurieli

 

გურიელი - Gurieli-ს ფოტო.

გურიელი - Gurieli-ს ფოტო.“ესე არაკი მართალი ჩინს ქვასა ზედან სწერია: ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია”
ე – მიხეილ ჩიქოვანი
მიხეილ ჩიქოვანი (1902-?). ქართველი მხატვარი, 1966-1967 წლებში გააფორმა ცნობილი საბჭოთა ფილმის „ომი და მშვიდობა“ მსახიობების კოსტიუმები. ფილმმა საერთაშორისო აღიარება, მათ შორის ოსკარისა და ოქროს გლობუსის ჯილდოები მოიპოვა. შოთა რუსთაველის პორტერტი მხატვარმა სავარუდოდ საქართველოში, მოსკოვში გამგზავრებამდე 1950-იან წლებში შეასრულა.
– თოვ
ლის ვარდი ( როდედენდრონ კაუკასიუმ, მწვანე ჩაი)

 

 

გურიელი - Gurieli-ს ფოტო.

გურიელი - Gurieli-ს ფოტო.

გურიელი - Gurieli-ს ფოტო.

გურიელი - Gurieli-ს ფოტო.
დააგემოვნეთ უმაღლესი ხარისხსის ჩაი წიგნთან “ვეფხისტყაოსნის მხატვრობა”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *